IDFI-ის თანახმად, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტმა ბოლო 4 წლის მაქსიმუმს მიაღწია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანახმად, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტმა ბოლო 4 წლის მაქსიმუმს მიაღწია და მთლიანი იმპორტის თითქმის ნახევარი შეადგინა. IDFI აღნიშნულს ოკუპირებულ აფხაზეთში დენის ზრდად მოხმარებას უკავშირებს. მათივე თქმით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალი ზრდით გამოირჩევა და ერთ სულ მოსახლეზე დანარჩენ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებას სამჯერ აჭარბებს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ, ასევე, ენერგეტიკის სექტორის მიმდინარე განვითარება და არსებული გამოწვევები, 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით, გამოიკვლია და დაადგინა შემდეგი:
- ელექტროენერგიის გენერაცია წინა წელთან შედარებით 2020 წლის 11 თვეში 5.8%-ით შემცირდა. თბოსადგურების გენერაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვალა (-2% წინა წელთან შედარებით), თუმცა განახლებადი ენერგიის წყაროების გენერაცია ანალოგიურ პერიოდში წინა წელთან შედარებით 7%-ით არის შემცირებული;
- Covid-19 პანდემიამ ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად შეამცირა, (-11.2% წინა წელთან შედარებით) 2020 წლის 11 თვეში. IDFI ამას შემცირებული ეკონომიკური აქტივობით, კრიპტოინდუსტრიის მკვეთრი ვარდნითა და თითქმის განულებული ტურიზმით ხსნის. მათივე ცნობით, შემცირებამ აფხაზეთის გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარების გათვალისწინებით -5.7% შეადგინა;
- ოკუპირებული აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ ენგურჰესის გენერაციის 88% შეადგინა 2020 წლის 11 თვეში. წინა წელთან შედარებით +24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება (2.2 ტვტ. სთ.). აღნიშნული, გარკვეულწილად გამოწვეულია ენგურჰესის გენერაციის შემცირებით მიმდინარე წელს;
- ელექტროენერგიის დეფიციტის დასაბალანსებლად 38 მლნ. აშშ დოლარის წმინდა იმპორტი დაგვჭირდა 2020 წლის 10 თვეში და წლის ბოლომდე მოსალოდნელია 60 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდოს. შეინიშნება მცირედით გაუმჯობესება, (-3 მლნ. აშშ დოლარი) 2019 წელთან შედარებით. თუმცა ელექტროენერგიის დეფიციტი მაღალია, რაც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას უწყობს ხელს;
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორში ოთხჯერ შემცირდა 2020 წლის 9 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Covid-19 პანდემია ძირითად დაბრკოლებად მოიაზრება, თუმცა დღეისათვის, ფაქტობრივად, არ არსებობს განახლებადი ენერგიის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობდა და იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებდა;
- ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ენგურის მოსალოდნელი შეჩერება დამატებით 0.6 ტვტ.სთ.-მდე ელ. ენერგიის დეფიციტს შექმნის 2021 წელს. თუმცა, მომდევნო წლებში გენერაცია მოსალოდნელია გაიზარდოს. 2021-2025 წლებში მოხმარება მოსალოდნელია საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდოს, გენერაციის 4.8%-ით ზრდის ფონზე და 2020 წლის დაბალი გენერაციის გათვალისწინებით. ელ. ენერგიის დეფიციტი 7.5%-ით გაიზრდება აღნიშნულ პერიოდში და 1.9 ტვტ. სთ. მიაღწევს 2025 წელს.
ორგანიზაციაში, აგრეთვე, აღნიშნავენ, რომ ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად და ამავდროულად, შესაძლებლობად რჩება.
"მოსახლეობა და ბიზნესი, პირდაპირი მომხმარებლები და აფხაზეთი ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებად კლასიფიცირდებიან. ბოლო წლებში ტურიზმის ზრდამ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაზარდა, რაც მოსახლეობისა და ბიზნესის ელ. ენერგიის მოხმარებაზე აისახება. მსხვილი მომხმარებლების ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები არიან და საგარეო ვაჭრობის დინამიკა ელექტროენერგიის მოხმარებაზე აისახება", — განმარტავენ IDFI-ში.
ორგანიზაციის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტი ექსპორტს აჭარბებს და ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას უწყობს ხელს. იმპორტის ზრდა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ამცირებს და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები