შეზღუდვების დიდი ნაწილი, რაც დღეს გამოცხადდა, სწორედ სავაჭრო სექტორიდან მოდის — თურნავა
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, შეზღუდვებისა და წესების დიდი ნაწილი სავაჭრო სექტორიდან მოდის. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სავაჭრო ობიექტები მზად არიან, თავის თავზე აიღონ პასუხისმგებლობა.
"ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მხრიდან თავს მოხვეული შეზღუდვები და წესები, ეს არის სავაჭრო ობიექტების შემოთავაზებები, რაც მათ შეიმუშავეს და ჩვენთან შეხვედრაზე გაავრცელეს. სავაჭრო ობიექტები მზად არიან, რომ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღონ. ეს ეხება სამუშაო საათებს, რიგების მართვის სისტემას. გარდა ამისა, ეს ეხება ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და მიგნებას, რაც თვითონ შემოგვთავაზა სავაჭრო სექტორმა, რომ ფასდაკლებები გავრცელდეს ძირითადად ონლაინ გაყიდვებზე, რათა ამით წახალისდეს დისტანციური ვაჭრობა და მოხდეს ძირითადად დღის პირველ ნახევარში", — განაცხადა თურნავამ.
24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვების დიდი ნაწილი არ მოიხსნება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და საქალაქთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით.
დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების მუშაობაც, თუმცა დამატებითი რეგულაციების პირობებში. კერძოდ, სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. მაღაზიის ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი. შიდა და გარე სივრცეში რიგები უნდა გაკონტროლდეს. ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს დილის საათებში ან ონლაინგაყიდვების დროს.
დამატებითი შეზღუდვები შეეხება ტანსაცმლის მაღაზიებსაც, სადაც გასახდელები აღარ იმუშავებს. მაღაზიებმა პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა უნდა დაუშვან ერთი თვის ვადაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ, მხოლოდ საღამოს 9 საათამდე. 9 საათის შემდეგ კი დაშვებული იქნება ნომერში მომსახურების სერვისი.
რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე. ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. გამონაკლისი კვლავ იქნება ახალი წლის ღამე, 31 დეკემბერი და მართლმადიდებელი ეკლესიის შობის ღამე, 6 იანვარი.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები