RedCap — უნიკალური აპლიკაცია, რომელიც ტვირთის გადაზიდვას გაგიმარტივებთ
შრომატევად საყოფაცხოვრებო საქმეებს შორის, რომლებთან გამკლავებაც ყველა ჩვენგანს განსაკუთრებულ თავის ტკივილად ექცევა ხოლმე, ალბათ, დიდი მოცულობის ნივთების გადატანა-გადმოტანის პროცესი ლიდერობს, რომელიც სახლის რემონტის თუ გადაბარგების დროს აუცილებლად იჩენს თავს.
არ აქვს მნიშვნელობა, მისამართი შეიცვალეთ თუ უკვე არსებული საცხოვრებლის განახლება გადაწყვიტეთ, სხვა ყველა წვრილმანი დეტალის გათვალისწინებასთან ერთად უთუოდ მოგიწევთ ერთი მისამართიდან მეორეზე ნივთების გადატანა, მაღაზიაში შეძენილი ახალი ავეჯისა თუ ტექნიკის დაბინავება, სამშენებლო მასალის მომარაგება ან რემონტისას დაგროვილი ნაგვის გატანა.
ერთი შეხედვით ეს უმნიშვნელო დეტალები ხშირად ნამდვილ თავსატეხად იქცევა ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა მრავალი საკითხის მოგვარებაზეც ხართ პასუხისმგებელი: ჯერ უნდა იპოვოთ შესაფერისი ზომის ავტომობილი, რომლითაც თქვენთვის სასურველი ბარგის გადატანას მოახერხებთ; შემდეგ შეიძლება ტვირთის მოცულობის და/ან სიმძიმის გათვალისწინებით დამხმარეების შოვნაც დაგჭირდეთ, რაც საბოლოოდ, დაუსრულებელ პროცედურად იქცევა — კონკრეტულ ადგილებში ფიზიკურად მისვლა, რათა შესაბამისი ხალხი იპოვოთ, ფასზე ვაჭრობა და ა.შ.
სწორედ ამ გულის გამაწვრილებელი რუტინის სამუდამოდ დასავიწყებლად და მისი ისეთი ალტერნატიული გზით ჩასანაცვლებლად, რომელიც მთელ დავიდარაბას გაცილებით მარტივ, კომფორტულ და მოსახერხებელ თანამშრომლობად აქცევს, შეიქმნა აპლიკაცია Redcap. ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც სახლიდან გაუსვლელად შესაძლებლობას გაძლევთ, ნივთების გადასაზიდად საჭირო ტრანსპორტი და დამხმარე მუშახელი დროისა და ენერგიის მაქსიმალური დაზოგვით იპოვოთ.
აქამდე ეს ყველაფერი იმდენად შეჩვეულ ჭირს ჰგავდა, რომ ვინმეს, შესაძლოა, თავიდან იმის წარმოდგენაც კი გაუჭირდეს, თუ როგორ შეიძლება მსგავსი სერვისის ასე იოლად მიწოდება, თუმცა საილუსტრაციოდ საკმარისია, ტაქსების მაგალითი გავიხსენოთ: თავდაპირველად ტაქსის აპლიკაციით გამოძახებაც ბევრისთვის უცხო ხილი იყო, თუმცა დღეს ის ყველაზე პოპულარული, მოსახერხებელი და სანდო საშუალებაც კია.
სწორედ იმავე პრინციპით მუშაობს რედკეპიც: თქვენს მობილურში ჩამოტვირთავთ აპლიკაციას და ძალიან მოსახერხებელი დიზაინის საშუალებით, ნებისმიერი მსურველი მარტივად გააფორმებს შეკვეთას: უთითებთ სასურველ მისამართებს, ავტომობილის ტიპს, საჭიროების შემთხვევაში დამხმარეების რაოდენობას და სხვა ყველა გასათვალისწინებელ გარემოებას (სართული, ლიფტი და ა.შ.)
ფოტო: Screenshot
სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ — მანძილი, ავტომობილის ტიპი, ბარგის მოცულობა, გადატანის სირთულე — აპლიკაცია თავად დაანგარიშებს ღირებულებას. თუმცა, იმისათვის, რომ ყველასთვის კარგად ნაცნობმა პროცესმა ტრადიციული ხიბლი ბოლომდე მაინც არ დაკარგოს, რედკეპი "შევაჭრების" საშუალებასაც გაძლევთ: აპლიკაციაშივე გაქვთ შესაძლებლობა, თქვენთვის უფრო მეტად ხელსაყრელი თანხა შესთავაზოთ მძღოლს და ისე დაითანხმოთ მომსახურებაზე.
იმის გამო, რომ რედკეპი პასუხისმგებლობას იღებს, მომხმარებლებს მაქსიმალურად სანდო და მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზოს, თქვენ აქამდე არსებული გამოცდილებისგან განსხვავებით ყველაზე ნაკლები რისკის ქვეშ იქნებით, რომ დაქირავებულებმა მიღებული პირობები შეცვალონ, დათქმულ დროს არ შეასრულონ სამუშაო და ა.შ. თან ამ ყველაფერს შეგიძლიათ თვალი აპლიკაციაში მიადევნოთ: მაგალითად, თუ ძველი სახლიდან ახალ ბინაში ავეჯის გადმოტანა გინდათ, მთელ პროცესს დანიშნულების ადგილზე მიღწევამდე აკვირდებით.
ფოტო: Screenshot
რამდენადაც რედკეპი ყველას ცხოვრებაში საოცრად მოსახერხებელი დამხმარე გახდება, რომელიც საზრუნავს და მძიმე ტვირთს პირდაპირი მნიშვნელობით შეგიმსუბუქებთ, იმდენად გასულმა წელმა თვალნათლივ დაგვანახა მსგავსი სერვისის არსებობის აუცილებლობა: ერთია, რომ ადრე ფიზიკურად გვჭირდებოდა საჭირო ხალხის პოვნა, რომელიც გადაზიდვაში დაგვეხმარებოდა, თუმცა ბოლო თვეებში ეს კიდევ უფრო შეუძლებელი აღმოჩნდა — კორონავირუსის პანდემიამ ფიზიკური თანამშრომლობა, რომელიც ხშირად ხალხმრავალ ბაზრობებზე მიმდინარეობდა, მოუხერხებელი და უსაფრთხო გახადა. შესაბამისად, როგორც სხვა სამუშაო თუ საგანმანათლებლო პროცესმა გადაინაცვლა ციფრულ სამყაროში, ანალოგიურად რედკეპიც ამ პირობებშიც კი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ აუცილებელ საქმეებს კვლავაც წარმატებულად გაართვათ თავი.
კომპანიაში ამ არსებულ გამოწვევებს ყველაზე კარგად იაზრებენ და სწორედ ამიტომაც ქართულ ბაზარზე პირველებმა წარადგინეს ეს უნიკალური სერვისი — რედკეპი, რომელიც აწმყოში ამარტივებს ჩვენს ყოველდღიურობას, მომავალში კი კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ხარისხს გვპირდება.
ამაში დასარწმუნებლად კი ახლავე შეგიძლიათ გადმოწეროთ აპლიკაცია თქვენს მობილურში:
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
კომენტარები