NASA-ს კვლევით ლაბორატორიაში 27 მაიმუნი მათი დაბერების გამო დახოცეს
The Guardian-ის ცნობით, NASA-ს კუთვნილ დაწესებულებაში მყოფი ყველა მაიმუნი გასულ წელს ერთ დღეში დახოცეს.
მედიაგამოცემის მოპოვებული მასალების მიხედვით, 2019 წლის 2 თებერვალს, სილიკონ ველიზე მდებარე ეიმსის კვლევით ცენტრში, რომელიც NASA-ს კუთვნილებაშია, 27 მაიმუნი დახოცეს, რადგან ისინი ბერდებოდნენ, 21 მათგანს კი პარკინსონის დაავადება ჰქონდა.
თავშესაფარში გადაყვანის ნაცვლად მაიმუნების დახოცვის გადაწყვეტილება ცხოველთა უფლებადამცველებმა და მკვლევრებმა დაგმეს.
"როგორც ჩანს, ცხოვრების თავშესაფარში გაგრძელების ღირსად არ ჩათვალეს", — ამბობს ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ცხოველთა ეთიკური მოპყრობის ექსპერტი, ჯონ გლუქი, — "ცდადაც არ ღირდა? კეთილშობილების უბრალო გამოხატვის ნაცვლად თავიდან მოიშორეს. სირცხვილი მათ, ვინც ამ საქციელზეა პასუხისმგებელი".
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, დემოკრატმა კეთლინ რაისმა, NASA-ს ხელმძღვანელს, ჯიმ ბრაიდენსტაინს დახოცვის მიზეზის ახსნის მოთხოვნით მიმართა.
რაისის თქმით, იგი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მკვლევრებს, განიხილონ ცხოველებთან მოპყრობის პოლიტიკა.
"ხელმძღვანელ ბრაიდენსტაინისგან ახსნას ველოდები, თუ რატომ მოუწიათ ცხოველებს ტყვეობაში იძულებით ყოფნა და რატომ დახოცეს ისინი თავშესაფარში გადაყვანის მაგივრად", — აცხადებს რაისი.
NASA უკვე დიდი ხანია, რაც ცხოველებს საკუთარი საქმიანობისთვის იყენებს. შიმპანზე, სახელად ჰემი, წლების განმავლობაში იწვრთნებოდა, რათა 1961 წელს კოსმოსში გაფრენილიყო. მან თავისი პატარა მისია — კოსმოსში ორგანიზმის მდგომარეობის შემოწმების შესახებ — წარმატებით განახორციელა, დაახლოებით 17-წუთიანი ვოიაჟის შემდეგ კი ატლანტის ოკეანეში მშვიდად დაეშვა (თუკი მის დაზიანებულ ცხვირს არ ჩავთვლით).
თუმცა მაიმუნები, რომლებიც გასულ წელს დახოცეს, კოსმოსური მისიებისთვის არ იყვნენ განკუთვნილნი. ისინი კვლევით ლაბორატორიაში NASA-სა და LifeSource BioMedical-ის თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდნენ. ამ უკანასკნელმა, რომელიც პრეპარატების შემსწავლელი ორგანიზაციაა, კვლევით ცენტრში სივრცე ცხოველებისათვის იქირავა.
LifeSource BioMedical-ის აღმასრულებელი დირექტორის, სტეფანი სოლისის თქმით, მაიმუნები ლაბორატორიაში "წლების წინ" მოხვდნენ, მას შემდეგ, რაც თავშესაფარმა ცხოველების მიღებაზე მათი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი თქვა.
"დავთანხმდით, მოგვევლო ცხოველებისათვის და მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარება ჩვენით გაგვეწია, სანამ განსაზღვრულ ასაკსა და მდგომარეობას მიაღწევდნენ, შემდეგ კი, მათი გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილები, ჰუმანური გზით გაგვეკეთებინა მათთვის ევთანაზია", — აღნიშნავს სოლისი.
სოლისი ასევე დასძენს, რომ ცხოველებზე ეიმსში ექსპერიმენტები არ ტარდებოდა და მათ "კარგ პირობებში უწევდათ ცხოვრება".
ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ის მთავრობა აქტიურად ცდილობს, სამეცნიერო კვლევებში პრიმატების გამოყენება შეაჩეროს. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების 2015 წლის გადაწყვეტილებით, ბიომედიცინის სფეროში შიმპანზეებზე ცდების ჩატარება შეწყდა. ამის მიზეზად ის სახელდებოდა, რომ "მაღალი ინტელექტისა და სოციალური უნარების მქონე ადამიანის მსგავსი ცხოველების ასეთ პირობებში ყოლა არაეთიკური და სასტიკი ქმედებაა".
მიუხედავად ამისა, სხვა ლაბორატორიებში მაიმუნებს კვლავ იყენებენ ცდებისათვის — 2017 წელს რეკორდული რაოდენობა, 74 ათასი პრიმატი გამოიყენეს ექსპერიმენტებისათვის, რადგან მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ორგანიზმთან და დნმ-თან მათი ბიოლოგიური მოცემულობის მსგავსების გამო დაავადებებზე ცდებისათვის ისინი სხვა ცხოველებს, მაგალითად, თაგვებს, ჯობიან.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები