ბოიკოტის გამო დაფინანსება არავის უჩერდება, ეს ბოიკოტი არ არის, საბოტაჟია — ოხანაშვილი ოპოზიციაზე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ისინი საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში არიან, რის უფლებასაც რეგლამენტი ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს სიმართლე არ არის და ოპოზიცია თემით მანიპულირებას ცდილობს.
ოხანაშვილი განმარტავს, რომ ბოიკოტი დემოკრატიული გამოვლინებაა, ხოლო საბოტაჟი არის უარი ხალხის ძალაუფლების წარმომადგენლობაზე და სწორედ ამას აკეთებს ოპოზიცია. მისივე განმარტებით, პოლიტიკური ბოიკოტი პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს და ამ მიზეზით გაცდენილი პლენარული სხდომები არ იქნება ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი.
"პოლიტიკური ბოიკოტი ეს არის სამართლებრივ სახელმწიფოში და დემოკრატიაში, პარლამენტში დემოკრატიის ერთ-ერთი გამოვლინება, როდესაც არ იზიარებ კონკრეტულ პოზიციას, არ მიგაჩნია, რომ უნდა დაესწრო იმ სხდომას და ასე შემდგომ, რომელსაც იყენებდნენ, სხვათა შორის, ძალიან აქტიურად. [...]
საბოტაჟი ნიშნავს არა პოლიტიკურ ბოიკოტს, არამედ საბოტაჟი ნიშნავს იმას, რომ ელემენტარული კონსტიტუციით გარანტირებული დემოკრატიის პრინციპზე და ხალხის წარმომადგენლობის განხორციელებაზე, ხალხის ძალაუფლების წარმომადგენლობაზე ამბობ უარს. ეს უარი შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ ამბობ, რომ მე ვტოვებ მანდატს და ამით უარს ვამბობ ხალხის წარმომადგენლობის განხორციელებაზე, ან შეიძლება გამოიხატოს იმაში, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ, რომ პლენარულ სხდომათა ნახევარს მაინც არ დაესწროს. ოღონდ თუ დაწერენ ისინი, რომ პოლიტიკური ბოიკოტის გამო არ ესწრებიან სხდომებს, ეს საპატიოა. აქ ხაზგასმით აღვნიშნავ იმას, რომ არასაპატიო მიზეზით თუ არ დაესწრებიან ამაზეა საუბარი. თუმცა პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განცხადებას თუ გააკეთებენ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენაა და ამის გამო არავის არ უჩერდება დაფინანსება", — აცხადებს ოხანაშვილი.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 17 დეკემბერს პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. კობახიძის თქმით, აღნიშნული პაკეტი სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც საპარლამენტო მანდატებს სრულად არ ითვისებენ ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომებს არასაპატიო მიზეზით აცდენენ.
დღეს პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების სხდომა მიმდინარეობს. ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა ასეთ პარტიას მანდატები გაუუქმდება, ხოლო დაფინანსება შეუწყდება. მმართველი ძალის განცხადებითვე, ისინი დააინიცირებენ კანონპროეტქს, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა ხდება პარლამენტში.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები