რატომ სურს პრეზიდენტს კავკასიური პლატფორმის მხარდაჭერა, რითაც რუსეთსა და ირანს რეგიონის საქმეებში ჩარევის უფლება მიეცემათ? — კელი
აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას კავკასიის პლატფორმასთან დაკავშირებით. იან კელი პრეზიდენტის 21 დეკემბრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან ელჩების კონფერენცია 2020-ის გახსნაზე გააკეთა.
"ეს "მშვიდობის აღდგენა" ხდება რუსი სამხედროების გამოყენებით. რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს კავკასიური პლატფორმის მხარდაჭერა, როცა ამ გზით რუსეთსა და ირანს შიდარეგიონულ საქმიანობაში ჩარევის უფლება მიეცემათ?", — წერს იან კელი.
21 დეკემბერს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კავკასიური პლატფორმის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისივე თქმით, რეგიონში მშვიდობის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული — მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა — ჩვენ გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში... და არის! სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი", — აღნიშნა პრეზიდენტმა.
კავკასიური მშვიდობის პლატფორმის აუცილებლობაზე სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, 11 დეკემბერსაც ისაუბრა. როგორც მან განმარტა, კავკასიური მშვიდობის პლატფორმა ხელს შეუწყობს ერთობლივი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების წარდგენასა და განხორციელებას; გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს; შეასრულებს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის ჰაბის როლი.
თავის ინიციატივაში სალომე ზურაბიშვილს არ უთქვამს, როგორ წარმოუდგენია ამ პლატფორმის შექმნა და რომელი ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ იქ.
გარდა ამისა, 10 დეკემბერს სამხრეთ კავკასიაში პლატფორმის ჩამოყალიბების ინიციატივა გააჟღერა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმაც. თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა "ექვსეულის პლატფორმა" შეიქმნას, რომელიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე იქნება მიმართული. ერდოღანის განცხადებით, ამ ერთობაში უნდა გაწევრიანდნენ აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სომხეთი, მათი სურვილის შემთხვევაში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში On.ge-ს განუცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა.
"პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი", — აღნიშნულია ადმინისტაციის წერილობით პასუხში.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები