TDI ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და მათ ავტონომიაში ჩარევა.
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: დაიცვას რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიეთგამიჯვნის, თანასწორუფლებიანობის პრინციპები; შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და მათ ავტონომიაში ჩარევა; საშუალება მისცეს მოქალაქეებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით, მათი კონფესიური კუთვნილების მიუხედავად; გააუქმოს ამ მანკიერი პრაქტიკის განმახორციელებელი უწყება - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო", — აცხადებს ორგანიზაცია.
ისინი ოპოზიციურ პარტიებს საკუთრ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან გამართულ შეხვედრებზე საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობასა და თანასწორობის პოლიტიკაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებენ.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, სახელმწიფომ სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებისთვის რელიგიური დღესასწაულების აღნიშნვნის შესაძლებლობა არ გაითვალისწინა, მათ შორის, 25 დეკემბერი, როდესაც ქრისტიანული სამყაროს უმრავლესობა შობას აღნიშნავს.
"სახელმწიფომ არ გაითვალისწინა სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებისთვის რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის შესაძლებლობა, მათ შორის, 25 დეკემბერი, როდესაც ქრისტიანული სამყაროს აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს ქრისტეს შობას. ცქიტიშვილის თქმით, თუკი განსხვავებული კონფესიის წარმომადგენლებს უნდათ შობის დღესასწაულზე ეკლესიებში მისვლა, მათ უნდა "მიაწოდონ თავისივე მრევლის სია ჩვენს სამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთჯერად საშვს ამ ადამიანებისთვის". ეს მოწოდება პირდაპირ მიანიშნებს სახელმწიფოს მცდელობაზე, ჩაერიოს რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში, შეადგინოს და დაამუშაოს მისი წევრების პერსონალური მონაცემები. კანონმდებლობით კი პირის რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია. ამგვარი გადაწყვეტილება აიძულებს ადამიანებს, გაამჟღავნონ საკუთარი რელიგიური კუთვნილება", — აცხადებს ორგანიზაცია.
მათი თქმით, ამ გზით სახელმწიფო ლეგიტიმური მიზნის გარეშე მოიპოვებს წვდომას რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებისა დაწევრების ინფორმაციაზე, მათ რაოდენობაზე, საცხოვრებელზე და სხვა მნიშვნელოვან პერსონალურ მონაცემებზე, რაც შესაძლოა ადამიანებისა და ჯგუფების კონტროლისა და დაშინების მიზნით იყოს გამოყენებული.
"გარდა იმისა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანებს დღესასწაულის აღნიშვნას უზღუდავს და მათ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს, მთავრობის წარმომადგენლებს რელიგიური მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული ტერმინების ბაზისური ცოდნაც არ გააჩნიათ. ვიცე-პრემიერის მიერ ნახსენები ტერმინები, "გრიგორიანული შობა" და "კათოლიკური შობა" მცდარია. მსოფლიოში 25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესიის გარდა, პროტესტანტული ეკლესიები და მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების დიდი უმრავლესობა ზეიმობს. ასევე არამართებულია სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, ტერმინ "გროგორიანელის" გამოყენება", — აცხადებს TDI.
ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო წლებში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში მკვეთრად გაუარესდა და არადომინანტური რელიგიური ჯგუფები არაერთ სისტემურ პრობლემას აწყდებიან, რომელთა გადაჭრის ნება ხელისუფლებას არ აქვს.
"ხშირად ამ დაბრკოლებებს ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის. არადომინანტური რელიგიური გაერთიანებები ვერ ახერხებენ ახალი რელიგიური დანიშნულების ნაგებობების აშენებას, ვერ იბრუნებენ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეულ ისტორიულ ქონებას, დისკრიმინაციულია კანონმდებლობა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს გარკვეულ უფლებებს და პრივილეგიებს, დისკრიმინაციული და არასეკულარულია გარემო საჯარო სკოლებში. სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის სახე პრემიერის დაქვემდებარეში მოქმედი რელიგიის საკითხთა სხელმწიფო სააგენტოა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. სააგენტო, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის ნაცვლად, სისტემატურად ერევა არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში, ქმნის ხელოვნურ წინააღმდეგობებს და უფლებების დაცვის ნაცვლად, აქცენტს "უსაფრთხოების დაცვაზე" აკეთებს. ბოლო წლებში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივაც ვიხილეთ, რომლებიც ღიად მიანიშნებს ხელისუფლების მცდელობაზე, შეზღუდოს რწმენისა და რელიგიის თავისუფლება". — აცხადებს ორგანიზაცია.
მაია ცქიტიშვილმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ 24 დეკემბრის, კათოლიკური შობის ღამეს კათოლიკე მორწმუნეებს შეუძლიათ 144-ზე დარეკვით მიიღონ საშვი და შობის წირვას დაესწრონ.
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
-
გადახედვაპაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან
-
გადახედვაირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია — მიიჩნევენ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია — მიიჩნევენ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
კომენტარები