სქესობრივ დანაშაულებზე ბრალის წაყენება ძალიან ჭირს, საქმეები სასამართლომდეც კი ვერ მიდის — ბაია პატარაია
საფარის აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას განცხადებით სქესობრივ დანაშაულთან დაკავშირებით სისტემა მგრძნობიარე არ არის. ბაია პატარაიას თქმით, მსგავს დანაშაულზე ბრალის წაყენება ძალიან ჭირს, საქმე სასამართლომდეც კი ვერ მიდის და შესაბამისად პრაქტიკულად დაუსჯელები არიან ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულს ჩადიან.
"უკვე დიდი ხანია ჩვენ ვმუშაობთ სქესობრივ დანაშაულებზე, ვთანამშრომლობთ ძალიამ მჭიდროდ პოლიციასთან და პროკურატურასთან და ვხედავთ სერიოზულ სისტემურ ხარვეზებს. ჩვენი პრაქტიკა და კონკრეტული საქმეები უკვე იმდენი დაგროვდა და იმდენად ერთგვაროვანია ის პრობლემები, რასაც ვაწყდებით ამ საქმეებში, რომ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სისტემა არ არის მგრძნობიარე ამ დანაშაულის მიმართ. სქესობრივი დანაშაულების მსხვერპლები არიან მუდმივად ქალები და ბავშვები და სისტემა ვერ იძიებს ამ დანაშაულს. როგორც წესი, ძალიან ჭირს ბრალის წაყენება ასეთ დანაშაულებზე, შესაბამისად ეს საქმეები სასამართლომდეც კი ვერ მიდის, ან პრობლემა არის გამოძიებაში იმიტომ, რომ მტკიცებულებათა რა სტანდარტი უნდა იყოს ეს არის გაუგებარი ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისთვის და ხშირად საერთოდ არ იწყება დევნა კონკრეტული პირის მიერ. შესაბამისად, უფრო მსუბუქ დანაშაულებზე ადვილად დგება მართლმსაჯულება, მაგრამ ასეთ მძიმე დანაშაულებზე, როგორიც არის სქესობრივი დანაშაულები არ დგება სასჯელი და პრაქტიკულად დაუსჯელები არიან ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულებს ჩადიან", — განაცხადა საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა.
რაც შეეხება კონრეტულ პრობლემებს, ბაია პატარაიას, თქმით, ასეთ დროს გამოძიება არა სქესობრივ დანაშაულზე, არამედ სხვა მუხლით იწყება, სხვა შემთხვევებში კი გროვდება მტკიცებულებები, მაგრამ დაზარალებულად არ ხდება ადამიანის ცნობა.
"ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს, რომ სასამართლომდე მაინც მივიდეს სქესობრივი დანაშაულის საქმე მაშინ, როდესაც მოვუწოდებთ მსხვერპლებს, რომ არ მოითმინონ ეს მძიმე დანაშაულები, რომელზეც არის უდიდესი სტიგმა, ითვლება მსვერპლისთვის სამარცხვინო დანაშაულად და ისედაც ცოტა ადამიანი იღებს ხმას", — აცხადებს ბაია პატარაია.
გარდა სისტემური პრობლემისა, აქ პრობლემა საკანონმდებლო ხარვეზის სახითაც არსებობს.
"ასევე, გვაქვს სერიოზული პრობლემა საკანონმდებლო ხარვეზის სახით. დღეის მდგომარეობით, იმისთვის, რომ ადამიანმა ამტკიცოს, რომ არის გაუპატიურებული, ასევე, უნდა ამტკიცოს, რომ არის სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლიც, მაგალითად, რომ მას აქვს ფიზიკური დაზიანებები, რომ ხორციელდებოდა მასზე მუქარა, შანტაჟი და ა.შ. ასეთი მუხლი არ მოდის შესაბამისობაში სტამბულის კონვენციასთან, არ მოდის შესაბამისობაში საერთაშორისო კონვენციასთან, არის ჩამორჩენილი მუხლი რეალურად, ცუდი მუხლი და მუხლსაც სჭირდება გამოსწორება. 25 ნოემბერს ქალთა მოძრაობამ გააკეთა განცხადება, რომ ეს მუხლი შესაცვლელია. ჩვენ დღესვე უკვე წერილობით მივმართავ პარლამენტს, რომელიც შეიკრიბა იმისთვის, რომ დაიწყოს მუშაობა ამ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრაზე. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა საკანონმდებლო ხარვეზი აღმოიფხვრება თუ არ აღმოიფხვრება, თუ ის არ არის აღსრულებადი კანონი", — ამბობს საფარის აღმასრულებელი დირექტორი.
მისი თქმით, საქართველოში სქესობრივ დანაშაულზე სტატისტიკა არის ძალიან დაბალი ქალთა მიმართ განხორციელებული სხვა ძალადობის შემთხვევებთან შედარებით, რაც არალოგიკურია, რადგან კვლევებით მტკიცდება, რომ ქალი, რომელიც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხდება, ავტომატურად სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლია.
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
კომენტარები