მომხმარებლები ვერ იქნებოდნენ, თანამშრომლები იყვნენ — თბილისი მოლი საცობზე

ფოტო: On.ge
თბილისი მოლში აცხადებენ, რომ დილით, სავაჭრო ცენტრის წინ შემქნილი საცობის მიზეზი მოლის თანამშრომლები იყვნენ, რადგან ობიექტი მომხმარებლებისთვის მხოლოდ 8 საათზე გაიხსნა.
"რვა საათზე იხსნება მოლი, 7-ზე მომხმარებელი ვერ იქნებოდა", — უთხრა On.ge-ს თბილისი მოლის მარკეტინგის დირექტორმა, ნატა გოგოლაძემ.
ნატა გოგოლაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვის გამო, სავაჭრო ცენტრში მოსალოდნელზე ნაკლები მომხმარებელი მივიდა, ამიტომ მუშაობის პროცესში შეფერხება არ ჰქონიათ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების მუშაობაც, თუმცა დამატებითი რეგულაციების პირობებში. კერძოდ, სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. მაღაზიის ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი. შიდა და გარე სივრცეში რიგები უნდა გაკონტროლდეს. ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში, ან ონლაინგაყიდვების დროს. ამის მიზეზი კი, როგორც ცქიტიშვილმა თქვა, ისაა, რომ მაღაზიაში ბევრი ადამიანის კონცენტრაცია არ მოხდეს.
გაიგეთ მეტი:
- რატომ არ გაიხსნა ბაზრობები — ლევან დავითაშვილის განმარტება
- შეზღუდვების დიდი ნაწილი, რაც დღეს გამოცხადდა, სწორედ სავაჭრო სექტორიდან მოდის — თურნავა
- 24 დეკემბრიდან შეზღუდვების დიდი ნაწილი არ შემსუბუქდება — რა რჩება ძალაში
- შეზღუდვების ნაწილის მოხსნის მიუხედავად, მთავრობა ხალხს დღესასწაულების ვიწრო წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდებს
- თუ სავაჭრო ობიექტი წესებს დაარღვევს, ჯარიმის და მუშაობის შეჩერების უფლება გვაქვს — თურნავა
- 24 დეკემბრიდან მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვა ძალაში რჩება
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები