საქართველოს სამი რეგიონის ბაღებში მტვრის ნაწილაკების მომატებული დონეა — WECF და NCDC
ორგანიზაცია ქალები საერთო მომავლისა (WECF Georgia) და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის (NCDC) თანამშრომლობით ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ საბავშვო ბაღებში მტვრის ნაწილაკების მომატებული დონეა. კვლევის თანახმად, საბავშვო ბაღებში, სადაც გათბობისათვის ჯერ კიდევ მყარი საწვავი და შეშის ღუმელები გამოიყენება, ჰაერის დაბინძურება შენობის შიგნით საკმაოდ მაღალია. ჰაერის დაბინძურებას იწვევს ღუმელის კვამლი, CO2-ის სუნთქვა, ქიმიური გაზი, ობი, მტვერი, ტყვია და სხვა შიდა წყაროები. შესაბამისად, ბავშვებზე, რომლებიც დაწესებულებაში, დაახლოებით, 8 საათს ატარებენ, ზეგავლენა ძალიან დიდია. კვლევის მიხედვით, შეშის ღუმელებს საქართველოში არსებული საბავშვო ბაღების თითქმის ნახევარი იყენებს.
საბავშვო ბაღებში შენობის შიდა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით კვლევა WECF Georgia და NCDC-მა საქართველოს სამ რეგიონში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ჩაატარა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჰაერის ხარისხის კვლევა 20 საბავშვო ბაღში ჩატარდა, 60 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კი გამოკითხვა იმ თანმხლებ ფაქტორებზე, რომელიც ჰაერის ხარისხის თვალსაზრისით საყურადღებოა.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროპის რეგიონის მასშტაბით შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების მიზეზით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. აღნიშნული მიზეზით, ქვეყანაში, წელიწადში 1 900-2 900 ადამიანი იღუპება.
დაბინძურებულმა ჰაერმა, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ან ზეგავლენა იქონიოს რესპირატორული დაავადებებზე.
კვლევამ, ასევე, ცხადყო, რომ ოთახში ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ ბაღის პერსონალის ინფორმირებულობა დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღების უმეტესობა ვენტილაციისთვის ფანჯრებს რეგულარულად აღებს, ტემპერატურა არ კონტროლდება და, სავარაუდოდ, ის ძალიან მაღალია.
WECF Georgia-ში აცხადებენ, რომ საჭიროა დამატებითი გამოკვლევები, ჰაერის დაბინძურებასთან საბრძოლველად ეფექტური ზომების მისაღებად.
ამჟამად ქვეყანაში ჰაერის დაბინძურებაზე ზემოქმედების შემზღუდავი მექანიზმი ან შესაბამისი ტიპის კანონმდებლობა არ არსებობს.
კვლევაში რამდენიმე რეკომენდაციაა მოცემული:
- გათბობის წყაროდ / საწვავად ხის გამოყენებას მოერიდეთ;
- ხშირად გაანიავეთ შენობა (ჯვარედინი ვენტილაციით) ერთდროულად რამდენიმე წუთის განმავლობაში;
- დარწმუნდით, რომ ოთახის შიდა ტემპერატურა შენარჩუნდება 18-22 გრადუსამდე; ღამე შეიძლება უფრო გრილიც იყოს;
- მიეცით ბავშვებს ყოველდღე ორი საათის განმავლობაში ან მეტი გარეთ თამაშის შესაძლებლობა, მაშინაც კი, როდესაც მიწა ცივია ან სველი;
- არ დაწვათ ფოთლები ან სხვა ნარჩენები შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე;
- ნუ გამოიყენებთ თქვენს სახლში ქიმიკატებს, როგორიცაა აეროზოლური სპრეი ან მძაფრი სუნის მქონე სათამაშოებს;
თუ იყენებთ შეშის ღუმელს:
- გამოიყენეთ მხოლოდ მშრალი შეშა;
- გამოიყენეთ ენერგოეფექტური ღუმელი, რომელიც ჰაერის ნაკადს არეგულირებს;
- გაწმინდეთ თქვენი ბუხარი და გაზქურა ყოველწლიურად;
- არასდროს დაწვათ თქვენს გაზქურაში პოლიეთილენის ან მსგავსი მასალის ნარჩენები.
შენობის შიდა ხარისხის შესახებ კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები