ჩვენთან სავაჭრო მოლებზე უფრო ნაკლები რისკია — ზამთრის კურორტების წარმომადგენლები გახსნას ითხოვენ
სამთო-სათხილამურო სპორტის წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ თუ ზამთრის კურორტები არ გაიხსნება, ზარალი, შესაძლოა, 100 მილიონი ან მეტი ლარიც იყოს.
საათხილამურო კლუბ გუდაურას ხელმძღვანელისა და აქციის "გადავარჩინოთ ზამთარი" ერთ-ერთი წამომწყები, შალვა აბრამიშვილის განცხადებით, ისინი არაფერს აპროტესტებენ, მათი თხოვნაა, ისაუბრონ მთავრობის წარმომადგენლებთან და კოორდინირებულად მიიღონ გადაწყვეტილება. ასევე, აღნიშნა ისიც, რომ მთის კურორტებზე საბაგიროს მუშაობა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე სავაჭრო მოლების მუშაობა.
"ჩვენ გვავქვს გეგმა, როგორ უნდა ვიმუშაოთ, რომ მოვახდინოთ ვირუსის გავრცელების პრევენცია:
- სკიპასის ბარათი ონლაინ ჩაიტვირთება, ანუ დისტანციურად და ეს თემა მოგვარებადია.
- შემდეგი არის რიგი — როგორც წესი, ოთხი გასასვლელია, შუა ორს ვკეტავთ ანუ გვერდზე დისტანცია დაცული მაქვს, პირდაპირ დისტანცია თხილამურის სიგრძის გამო ისედაც დაცული მაქვს.
- ღია საბაგირო — ზის ორი კაცი ორი მეტრის დაშორებით ერთმანეთისგან.
- გაზრდილია სათხილამურო არეალი, აქედან გამომდინარე რიგები არ გვექნება, დატვირთა იმდენი არ გვექნება საბაგიროებზე.
- გარდს ამისა, მოთხილამურეები აღჭურვილი არიან ბაფით, სათვალით, ხელთათმნით.
- დამუშავდება სკამები და გამტარები სადეზინფექციო ხსნარით. ფაქტობრივად, ნულამდე დაგვყავს საბაგიროდან ვირუსისი გავრცელები საფრთხე. როცა კურორტზე ისედაც არის მობილობა, აზრს მოკლებულია საბაგიროს არჩართვა".
აბრამიშვილის თქმით, მათ მოამზადეს წერილი მთავრობის სახელზე, რომელიც უნდა გაგზავნონ ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის და ეკონომიკის სამინისტროში. ამ წერილში კი თხოვნით მიმართავენ მთავრობას, დაიწყონ მათთან კონსულტაციების გავლა.
"ასევე, ძალზედ გვჭირდება მათი რჩევები, ეპიტემიოლოგის, ვირუსოლოგის რჩევები. კვების ობიექტებმა როგორ იმუშაოს. თებერვლიდანაც რომ გაიხსნას, როგორ უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და უნდა ვიცოდეთ, რომ იხსნება 1 თებერვალს, ან 15 იანვარს. მოლოდინი არის ცუდი რეჟიმი. იცით, რომ შარშანდელი წელი ჩაგვივარდა და ფაქტობრივად, გაკოტრების პირას ვართ. ძალიან გაგვიჭირდება ამ ვითარებაში შემდეგი სეზონისთის მომზადება. ბევრმა, შეასძლოა, ხელი აიღოს და დაკეტოს საერთოდ ეს ბიზნესი", — აღნიშნა აბრამიშვილმა.
ასევე, შალვა აბრამიშვილმა ჩამოთვალა ის ზარალი, რაც ზამთრის კურორტს შეზღუდვების გამო მიადგა.
"გათბობა ისედაც ჩართულია მთელი ზამთარი, ამ ხარჯს ვიღებთ; საბაგიროების ცვეთის ხარჯები გაღებულია; თანამშრომლებს ხელფასები უნდა ვუხადოთ; საბაგირომ და ტრასებმა უნდა იფუქნციონირონ; ამას მთის კურორტები აკეთებს — ტრასები იჩეხება, საბაგირო კვირაში ერთხელ უნდ ადატრიალდეს, პერსონალი მთაზეა. ხარჯების ნახევარი გაღებულია, ნებისმიერ შემთვევაში ზარალში ვართ. სულ რომ 10 პროცენტიანი დატვირთვა გვქონდეს წინა წელთან შედარებით და ვარაუდია, რომ 30-40 პროცენტიანი იქნება, მთის კურორტები და საბაგიროები საკუთარ თავს, მინიმუმ, მაინც ირჩევს. როგორც ჩვენ დავთვალეთ, სადღაც, 100 მილიონამდე უნდა იყოს ზარალი. არ ვითხოვ კურორტების ცალსახად გახსნას, ვითხოვთ მთავრობასთან კოორდინირებულ მუშაობას", — განაცხადა შალვა აბრამიშვილმა.
ბოლოს კი, აბრამიშვილმა აღნიშნა, რომ არ მოითხოვენ საბაგიროების უპირობოდ გახსნას, მათ აქვთ არგუმენტები, რატომ უნდა გაიხსნას, ხოლო თუ მთავრობა საწინააღმდეგოში დაარწმუნებს, გაჩერდებიან.
კორონავირუსული პანდემიის გამო, ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვები მოქმედებს.
24 დეკემბრიდან ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში. ასევე, შეზღუდვები რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით. არ გაიხსნება ბაზრობები და იმუშავებენ მხოლოდ აგრარული ბაზრობები. არ იხსნება, ასევე, ზამთრის კურორტებიც.
ზემოთ ჩამოთვლილ დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების მუშაობაც, თუმცა დამატებითი რეგულაციების პირობებში. კერძოდ, სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. მაღაზიის ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი. შიდა და გარე სივრცეში რიგები უნდა გაკონტროლდეს. ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში, ან ონლაინგაყიდვების დროს. ამის მიზეზი კი, როგორც ცქიტიშვილმა თქვა, ისაა, რომ მაღაზიაში ბევრი ადამიანის კონცენტრაცია არ მოხდეს.
დამატებითი შეზღუდვები შეეხება ტანსაცმლის მაღაზიებსაც, სადაც გასახდელები აღარ იმუშავებს. გარდა ამისა, ცქიტიშვილი ამბობს, რომ მაღაზიებმა პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა უნდა დაუშვან ერთი თვის ვადაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები