კევინ სპეისიმ მე-3 საშობაო მილოცვა მათ მიუძღვნა, ვისაც რთული 2020 ჰქონდა
25 დეკემბერია, ასე რომ კევინ სპეისიმ უკვე მესამედ გამოაქვეყნა თავისი ვიდეო. მას შემდეგ, რაც 2017 წელს სექსუალურ შევიწროებაში 10-მდე კაცმა დაადანაშაულა, სპეისი ყოველ 25 დეკემბერს პირად ვიდეოებს იღებს და ყველას ულოცავს შობას.
- კევინ სპეისი ფრენკ ანდერვუდის როლში ვიდეოს აქვეყნებს: თქვენ გინდათ, რომ დავბრუნდე;
- კევინ სპეისიმ ფრენკ ანდერვუდის სახელით კიდევ ერთხელ მოგვილოცა შობა.
ამჯერად, 2-გზის ოსკაროსანი მსახიობის მილოცვა მათ ეხება, ვისთვისაც 2020 არც ისე მარტივი იყო. ანუ, მთელ მსოფლიოს.
"როგორი იქნებოდა შობა ჩემი მილოცვის გარეშე?" — ამბობს ვიდეოს დასაწყისში სპეისი. მას სხვა ადამიანი უღებს და პირველ წამებში, თითქოს, House Of Cards-ის ფრენკ ანდერვუდს ასახიერებს, თუმცა მსახიობი მოულოდნელად დგება, კამერას ართმევს და მონოლოგს იწყებს:
"უამრავი ადამიანი მწერდა და მიყვებოდა თავის პრობლემებს და ისტორიებს და მათი მხოლოდ იმიტომ მესმოდა, რომ მეც მაქვს ჩემი რთული პერიოდები. მიხარია, რომ ამ ადამიანების მხარდაჭერა შემიძლია, მაგრამ მათი დახმარება ჩემს შესაძლებლობებს სცდება. ეს სიტუაციები ჩემზე უფრო დიდია".
ამის შემდეგ, სპეისიმ ისაუბრა მათზე, ვინც პრობლემებისგან თავის დაღწევის გზად სუიციდს მიიჩნევს და მოუწოდა მათ, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგათ:
"გპირდებით, რომ არსებობს გამოსავალი და სიტუაცია უმჯობესდება. არსებობენ ადამიანები, ვისაც თქვენი გაგება შეუძლია და ისინიც, ვისაც დახმარება შეუძლია. მარტო არ ხართ".
ვიდეო ამერიკის სუიციდის პრევენციის ცხელი ხაზის ნომრით სრულდება.
სპეისი სექსუალურ შევიწროებაში პირველად 2017 წელს, მსახიობმა ენტონი რეპმა დაადანაშაულა. რეპის თქმით, შემთხვევა 1986 წელს მოხდა, როცა თავად 14 წლის იყო და სპეისი 26-ის ან 27-ის. მაშინ სპეისიმ განაცხადა, რომ შემთხვევა არ ახსოვდა, თუმცა ბოდიში მოიხადა. თუმცა, ამბავი ამით არ დასრულებულა — სპეისი კიდევ რამდენიმე ადამიანმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, მათ შორის ერთი მასაჟისტი იყო.
სპეისი House of Cards-დან გაათავისუფლეს, მასთან კონტაქტი უამრავმა კომპანიამ გაწყვიტა. მსახიობის წინააღმდეგ გამოძიება ლონდონისა და ლოს-ანჯელესის პროკურატურამ დაიწყო. 2019 წელს, LA-ში სპეისის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა, რადგან მისი მბრალდებელი გარდაიცვალა. სპეისის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა კიდევ რამდენიმე საქმეზე — ერთ შემთხვევაში მბრალდებელმა სარჩელი საკუთარი სურვილით გამოიტანა.
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
კომენტარები