საახალწლოდ პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 28 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, ამანათების მიღება 28-30 დეკემბერს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო 31 დეკემბერს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.