უკვე შეგიძლია ქართველი "სელებრითისგან" ვიდეო-რჩევა 99 ლარად მიიღო
თუ სულ გინდოდა მეგობრისთვის დაბადების დღე შენ მაგივრად ცნობილ ქართველს მიელოცა და ამაში ფული გადაგეხადა, ამიერიდან შეგიძლია 2020 წელი სურვილების ასრულების წლად მოიხსენიო.
საქართველოში ამერიკული Cameo-ს მსგავსი ვებგვერდი შეიქმნა, რომლის საშუალებითაც, შეგიძლია ქართველ "სელებრითებს" ფული გადაუხადო, აალაპარაკო და 1-დან 2 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოც ჩააწერინო.
"შეუკვეთე ვიდეო ცნობილ ადამიანს ნებისმიერი მოვლენის აღსანიშნავად #დაბადებისდღე #ქორწილი #ხელისთხოვნა #კითხვა #რჩევა", — ვკითხულობთ Celeb.ge-ზე.
საიტზე ქართველი ცნობილი სახეები უკვე დარეგისტრირდნენ. მაგალითად, უკვე შეგიძლია 99-ლარიანი რჩევა ან მილოცვა მიიღო ისეთი ვარსკვლავისგან, როგორიცაა ნინი ბადურაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, ლექს-სენი, ჯულიეტა ბარ გნარი და ა.შ. Celeb.ge-ზე ამ დროისთვის 40-მდე ცნობილი სახეა დარეგისტრირებული ტელევიზიის, თეატრის, კინოს, მუსიკის, ხელოვნების, მოდის და სპორტის კატეგორიებიდან.
ეს ყველაფერი არაა, ქართველ "სელებრითებს" შორის სანტა-კლაუსსაც შეხვდები, რომელსაც ერთი მილოცვა უკვე ჩაწერილი აქვს. სანტასგან პერსონალური მილოცვის მიღება ფასდაკლებით, 68 ლარად, შეგიძლია.
"როგორც წესი, სანტა მოთხოვნილ მილოცვას 48 საათში აგზავნის, მაგრამ, ვინაიდან ის ძალიან დაკავებულია, უფლებას იტოვებს ზოგიერთ შემთხვევაში ვიდეო 7 დღეში გამოაგზავნოს", — ვკითხულობთ საიტზე.
გადაღებულ ვიდეოს Celeb.ge მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგიგზავნის. საიტზე ვკითხულობთ, რომ თუ შეკვეთა ვერ შესრულდება, გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნდება.
Cameo ამერიკული ვიდეოების გასაზიარებელი ვებგვერდია, რომლის სათაო ოფისიც ჩიკაგოში მდებარეობს. ის 2016 წელს შეიქმნა და მისი მიზანი ვარსკვლავებისგან მომხმარებლებისთვის პერსონალური მესიჯების გაგზავნაა. ვებგვერდზე ამ დროისთვის 30 ათასზე მეტი "სელებრითია" დარეგისტრირებული.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები