3 წელი გავიდა, თუმცა სამართლიანი მართლმსაჯულების მიზანი ვერ მიიღწევა — EMC მაჩალიკაშვილის საქმეზე
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა, თუმცა ეროვნული სამართლებრივი სისტემის შიგნით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს და სასტიკ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი ვერ მიიღწევა.
EMC-ის თქმით, პროკურატურამ გამოძიება მაშინ შეწყვიტა, როცა პასუხგაუცემელი იყო ფუნდამენტური კითხვები და ეჭვები მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობასთან და მათ შორის არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით. ამასთან, მათი განცხადებით, ჯერ კიდევ გამოძიების პირველ ეტაპზევე გამოიკვეთა, რომ გამოძიება "ფორმალურ და ილუზორულ" ხასიათს ატარებდა და ის გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ მოთხოვნას არ პასუხობდა.
"ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურას თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი, რაც გამოძიების სხვა ხარვეზებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის ამ ფორმით არაღიარებასაც ნიშნავდა", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, ამის პარალელურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ცდილობდა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მასალების შეგროვებას და მის დამნაშავედ წარმოჩენას.
"ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის გარეშე, სუს აგრძელებდა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებასა და მათ გასაჯაროვებას პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზებითა და კარგად ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიებით. ცხადია, რომ ამ მცდელობების მიზანი თემირლან მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზება და სუს-ის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვა და მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ საზოგადოებრივი სოლიდარობის დასუსტება იყო", — ამბობენ ორგანიზაციაში.
EMC აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმემ პანკისის ხეობაში წლების განმავლობაში მეტწილად რეპრესიასა და დასჯაზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკა და მისი მძიმე ადამიანური ბუნება გამოავლინა.
25 იანვარს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის საბოლოო ვერსიით, პანკისის სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს, ეჩვენებინა ხელები. უწყება ამტკიცებს, რომ ჩხრეკისას ამოღებულია ხელყუმბარა და ამას ეთანხმება გარდაცვლილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.
გამოძიების მტკიცებით, ოპერაციაში მონაწილე ყველა პირს ჩატარებული ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თითოეულ მათგანს გააჩნდა მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდათ საცეცხლე მომზადების არაერთი კურსი.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ უკვე დაიწყო. მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია — ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს.
2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა. რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები