დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს გარდაიცვალა ახალგაზრდა ექიმი, რომელსაც კორონავირუსი გადატანილი ჰქონდა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"დღეს ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა. ჩემი კოლეგის, თანამშრომლის ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც გადაიტანა ინფექცია და გავიდა სამსახურში, სამწუხარო შემთხვევა, უეცარი სიკვდილი განვითარდა. ძალიან დიდი მწუხარება ამ ოჯახს, ჩვენი ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელია რეგიონში. ეს ტრაგედიაა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი სისტემა უმკლავდება", — განაცხადა მან.

26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 4 119 პირი, გარდაიცვალა — 39 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: