ევროპული საქართველოს ყოფილი წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მეტი თავისუფლებით, სითამამითა და დამოუკიდებლობით, უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ მან მთავარი ახრის ეთერში ისაუბრა.

"მე მიმაჩნია, რომ ცალკე, დამოუკიდებლად, მეტი სიკეთე შემიძლია მოვუტანო ოპოზიციურ ბრძოლას [...] არსებითი არის ის და ამაზე ბევრი მიფიქრია: მე შევძლებდი ამ პარტიაში ყოფნით, ზოგადად პოლიტიკური ბრძოლისთვის მეტი სიკეთის მოტანას თუ დამოუკიდებლად? ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ამ პარტიაში ვინმეს ვაკრიტიკებ, რომ მე უკეთესი ვარ ვიდრე სხვა", — განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიამ დღეს ევროპული საქართველო დატოვა. როგორც მან ისაუბრა, იგი აპირებს ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას, თუმცა რჩება ოპოზიციურ ერთობაში.