ჩვენ, მგონი, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს — წულუკიანი სახალხო დამცველს ისევ აკრიტიკებს
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის დეპუტატმა, თეა წულუკიანმა სახალხო დამცველი ისევ გააკრიტიკა. ამჯერად სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მან განაცხადა, რომ "მგონი, ქვეყანაში სახალხო დამცველი არ გვყავს".
"უვადო პატიმრებს მინდა შევეხო. მე არ ვიცი რამდენად გვესწრება აქ სახალხო დამცველის წარმომადგენელი, თუ არის. მგონი, არ არის. იმიტომ, რომ ჩვენ, მგონი, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს. ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის მერე არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს, შესაბამისად მე მინდა მის აპარატს მოვუწოდო, დღეს რომ უარი თქვეს მობრძანებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თვიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ, ესენი არიან, პირველ რიგში, უვადო პატიმრები და ზოგადად, პატიმრები. მე არ უნდა მიწევდეს, თუმცა ეს ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, ამ მოწყვლად ჯგუფზე ვსაუბრობდე. ეს მათი საქმეა პირველ რიგში", — განაცხადა თეა წულუკიანმა კომიტეტის სხდომაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს წულუკიანის მხრიდან სახალხო დამცველის კრიტიკის პირველი შემთხვევა არ არის.
21 იანვარს სახალხო დამცველმა პარლამენტში სპეციალური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ის ციხეებში სუბკულტურის არსებობაზე მიუთითებს. ნინო ლომჯარიას შემდეგ საპასუხოდ გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის ანგარიშები "ციხეებიდან თანამშრომლების მოტანილ ამბებზეა" აგებული.
23 იანვარს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ნინო ლომჯარია ციხეში ოპოზიციის ლიდერებს ხვდებოდა. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ომბუდსმენს ჟურნალისტები დახვდნენ, რომლებსაც მან უთხრა, რომ კონფიდენციალურია იმ პატიმართა ვინაობა, ვინც მოინახულა. მანვე აღნიშნა, რომ თეა წულუკიანმა მისი ციხეში შესვლის გასაჯაროვებით კანონი დაარღვია.
26 იანვარს წულუკიანი სახალხო დამცველის მიერ პატიმარი პოლიტიკოსების მონახულებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ომბუდსმენი არა სხვა პატიმრებს, არამედ მათ ესტუმრა, "მაინც მადლიერია".
გაიგე მეტი:
- ვშიშობ, დავალება არ ჰქონდეს ასეთი ან რჩევა, რომ მერჩოდეს — წულუკიანი ომბუდსმენზე
- თეა წულუკიანი, ომბუდსმენის ანგარიშს ციხეებში კრიმინალზე, ნინო ლომჯარიას კრიტიკით პასუხობს
- მაინც მადლიერი ვარ, ჩემი შენიშვნის შემდეგ, სადაც მივიდა — წულუკიანი ომბუდსმენის მერაბიშვილთან ვიზიტზე
- ნუ გამოგვიგზავნით დახეულჯინსიან თანამშრომლებს, მათ არა თუ ციხეში, ოპერაშიც არ შეუშვებენ — წულუკიანი ომბუდსმენს
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები