GFF-მ 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელ ქალად ხატია ჭყონია დაასახელა

ფოტო: Getty Images
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ ტრადიციულ დაჯილდოებაზე 2020 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელ ქალად ხატია ჭყონია დასახელდა.
ყაზახეთისა და რუმინეთის კლუბებთან საქართველოს ჩემპიონმა 2:1 და 1:0 მოიგო და სამივე გოლი ჭყონიას ეკუთვნის.
ჭყონია წლის საუკეთესო გოლის ავტორადაც დასახელდა.
ქსკ ლანჩხუთი პირველი ქართული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ევროპის 32 საუკეთესო კლუბს შორის მოხვდა. საუკეთესო მწვრთნელის ტიტულიც სწორედ გოგონების გუნდის ხელმძღვანელს, გიორგი ჩხაიძეს ერგო.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები