#გახდისუპერგმირი — საქველმოქმედო გამოწვევა კომპანიებისთვის
ახალი გამოწვევა #გახდისუპერგმირი, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა საქველმოქმედო პლატფორმა supergmiri.ge-ის ბენეფიციარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
Supergmiri.ge ზრუნავს იმ პატარებზე, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სუპერგმირი ფიზიკური პირებისა თუ კომპანიების დონაციებიდან შემოსულ თანხას სრულად ბენეფიციარი ბავშვების საჭიროებას ახმარს. პატარები ყოველთვიურად იღებენ გზავნილს, სადაც მოთავსებულია თავიანთი ასაკის, სურვილებისა და მიზნების შესაბამისი აუცილებელი პროდუქტები, ნივთები და მომსახურების ვაუჩერები.
გარდა ამისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გახდეს ერთი ან რამდენიმე ბავშვის სუპერგმირი და ხანგრძლივი პერიოდით იზრუნოს მათზე არამხოლოდ დონაციით, არამედ პირადად მოინახულოს პატარები და გაატაროს დრო მათთან.
Supergmiri.ge მიიჩნევს, რომ ყველა იმსახურებს ლამაზ და ფერად ბავშვობას. სწორედ ამ იდეის მხარდაჭერით გაჩნდა საახალწლო, საქველმოქმედო გამოწვევის იდეაც.
კამპანია #გახდისუპერგმირი-ს გამოწვევაში უკვე ჩაერთვნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: სინერჯი კაპიტალი, სამშენებლო კომპანია ანაგი, Tbilisi Medic-ი, თბილღვნო, ელთიბი - ავეჯის მასალები, Financial Office და Start - Business Solutions.
გამოწვევაში ჩართვა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია. Supergmiri.ge-ს ბენეფიციარების მხარდასაჭერად შესაძლებელია:
- გახდეთ პლატფორმის დონორი:
https://supergmiri.ge/donations - გახდეთ პატარების სანტა და აუხდინოთ სურვილები:
https://supergmiri.ge/letters-to-santa
იმისთვის, რომ გამოწვევა უფრო მასშტაბური გახდეს და პლატფორმის საშუალებით კომპანიებმა ბევრი ბავშვის გახარება შეძლონ, დონაციის განხორციელების შემდეგ უნდა გამოაქვეყნონ პოსტი ჰეშთეგით #გახდისუპერგმირი და გამოიწვიონ მეგობარი კომპანიები.
#სუპერძალაზრუნვაშია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები