ბუღალტერია მარტივად: ბუღალტრული საფუძვლების ხრიკები და მიდგომები
თუ გინდათ, რომ მარტივად აღიქვათ კომპანიაში არსებული მოვლენები და სწორად და ზუსტად აწარმოოთ ბუღალტერია, მაშინ უნდა იცოდეთ ის ძირითადი ელემენტები და კომპონენტები რომელზეც ეს სფერო არის აგებული.
თითოეული კომპონენტის სწორი აღქმა დამოუკიდებლად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მათ შორის კავშირის დაჭერა. ეს დაგეხმარებათ შეიქმნათ ერთიანი სურათი იმის შესახებ, თუ რას მოიცავს საწარმოო მოვლენები და ბუღალტერია. შესაბამისად, განვიხილოთ თითოეული პუნქტი დამოუკიდებლად და იმ თანმიმდევრობით, რომელიც დაგვეხმარება დავინახოთ მათ შორის არსებული ურთიერთკავშირი.
მოცემული სტატიით გაჩვენებთ იმ მიდგომებსა და ხრიკებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, მარტივად აღიქვათ ბუღალტრული აღრიცხვა და მისი ფუძემდებლური პრინციპები.
ფინანსური ანგარიშგების ელემენტები
ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლა მოიცავს საწარმოს ეკონომიკურ რესურსებს, ამ რესურსების ფორმირების წყაროებსა და სამეურნეო ფაქტებს.
სწორედ საწარმოს ეკონომიკური რესურსებისა და მათი ფორმირების წყაროებისა და სამეურნეო ფაქტების ასახვაში გვეხმარება ფინანსური ანგარიშგების ელემენტები.
- აქტივები: რესურსები, რომელთაც ფლობს კომპანია
- ვალდებულებები: აქტივების ფორმირების წყარო. ეს არის საწარმოს მოვალეობა, რომლის შესრულებაც გულისხმობს კომპანიიდან აქტივების გასვლას
- კაპიტალი: ვალდებულებების დაფარვის შემდეგ საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი აქტივების ნაწილი
- ხარჯები: დანახარჯები, რომლებიც უზრუნველყოფენ საანგარიშგებო პერიოდის შემოსავლების მიღებას
- შემოსავალი: საწარმოს მიერ ეკონომიკური სარგებლის ზრდა, თანხები გამომუშავებული გაყიდვებიდან
საბალანსო ტოლობა
ისევე, როგორც ცხოვრებაში, ბუღალტერიაშიც მთავარია ბალანსი. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ორმხრივობის პრინციპი, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ შემდეგი ტოლობის სახით:
ანუ, კომპანიაში არსებული რესურსები (აქტივები) ტოლია მათი ფორმირების წყაროების ჯამის (ვალდებულებებისა და კაპიტალის).
ორმაგი ჩაწერა
ალბათ უკვე იცით, რომ აღრიცხვის სამყარო ტრიალებს დებეტისა და კრედიტის გარშემო.
ყოველი სამეურნეო ოპერაცია ცვლილებებს იწვევს საწარმოს ეკონომიკურ რესურსებსა და მათი ფორმირების წყაროებში. ამ ცვლილებების შინაარსი შეიძლება იყოს ამ მუხლების ზრდა ან შემცირება. აღნიშნული ცვლილებების ასახვისათვის ბუღალტრულ ანგარიშში გათვალისწინებულია 2 მხარე: დებეტი და კრედიტი.
დებეტი და კრედიტი არის ტოლი, მაგრამ საპირისპირო ჩანაწერები ბუღალტერიაში.
- დებეტი არის მარცხენა მხარეს არსებული ჩანაწერი, რომელიც ზრდის აქტივებსა და ხარჯებს ან ამცირებს კაპიტალს, ვალდებულებებსა და შემოსავალს
- კრედიტი არის მარჯვენა მხარეს არსებული ჩანაწერი, რომლიც პირიქით ზრდის კაპიტალს, ვალდებულებებსა და შემოსავალს, ხოლო ამცირებს აქტივებსა და ხარჯებს.
ორმაგი ჩაწერა გულისხმობს სწორედ იმას, რომ ყოველი ტრანზაქციისათვის აუცილებელია გაიხსნას როგორც სადებეტო, ასევე საკრედიტო ანგარიში.
მარტივად რომ შევხედოთ:
- დებეტი არის მიმღები მხარე, ხოლო კრედიტი გამცემი მხარე ან/და
- დებეტი არის ის, რაც შემოდის კომპანიაში, ხოლო კრედიტი, რაც გადის კომპანიიდან
თუ კომპანიაში რაიმე რესურსი მიიღეთ, ჩანაწერს აკეთებთ დებეტში, ხოლო თუ რაიმე გაეცით, მაშინ კრედიტში.
მაგალითად, შეიძინეთ 1700 ლარის ღირებულების პრინტერი შპს X -ისგან. საბუღალტრო ჩანაწერი უნდა გაკეთდეს შემდეგნაირად: დებეტის მხარეს ჩაიწეროს მიმღები მხარისათვის შესყიდვა - საქონელი, ანუ ის, რაც მივიღეთ, ხოლო კრედიტის მხარეს ჩაიწერება შპს X, ვინაიდან ამ ოპერაციაში ის არის გამცემი მხარე.
ახლა შესყიდვისათვის გადავიხადოთ თანხა. ამ შემთხვევაში უნდა დადებეტდეს შპს X, ვინაიდან ამ ოპერაციაში უკვე მიმღები მხარე არის შპს X, კრედიტში კი ჩაიწერება გამცემი მხარის ფულის ამსახველი ანგარიში, ანუ ფულის გასვლა კომპანიის ანგარიშიდან.
3. დებეტი არის ხარჯები და დანაკარგები, კრედიტი კი - შემოსავალი და მოგება
მესამე მიდგომა შეგიძლიათ გამოიყენოთ შემოსავლების და ხარჯების ჩასაწერად.
თუ კომპანიამ გაწია ხარჯი, ჩანაწერის სახით ხარჯი ჩაიწერება დებეტში, ხოლო თუ კომპანიამ ნახა მოგება ან მიიღო შემოსავალი, ჩანაწერი გაკეთდება კრედიტში.
ზედა მაგალითში შეძენილი პრინტერი გავყიდეთ, რომლის თვითღირებულებაც 1700 ლარია. უნდა მოხდეს საქონლის ჩამოწერა ბალანსიდან. გაყიდული/ჩამოწერილი საქონელი ხარჯზე აისახება დებეტში, ხოლო მარაგები, რესურსები, რომელიც გავიდა კომპანიიდან აისახება კრედიტში.
ანგარიშთა გეგმა
სამეურნეო პროცესების აღრიცხვა და სადებეტო და საკრედიტო ანგარიშების ჩაწერა წარმოების კოდური სქემით.
ანგარიშთა გეგმაში კოდები დამატებულია ზემოთ განხილული ფინანსური ანგარიშგების ელემენტების მიხედვით:
მნიშველოვანია ანგარიშთა გეგმის ჩაშლა იმდაგვარად, რომ განცალკევებით დაინახოთ კომპანიაში არსებული აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლისა თუ ხარჯის სახეები დამოუკიდებლად ცალ-ცალკე, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ანგარიშთა გეგმის ჩაშლა ზედმეტად დეტალურად, რამაც შესაძლაო დააკარგინოს მას აღქმადობა.
მაგალითად:
ნაშთების კონტროლი
საბალანსო ანგარიშები (აქტივები, ვალდებულებები, კაპიტალი) მიჩნეულია მუდმივ ანგარიშებად, ვინაიდან არ ხდება მათი დახურვა წლის ბოლოს. მათ ანგარიშზე დარჩენილი ნაშთები გადაიტანება ყოველი შემდგომი პერიოდის დასაწყისისათვის.
მას შემდეგ, რაც ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ეტაპის შესაბამისად ბუღალტრულად ავსახავთ კომპანიაში განხორციელებულ სამეურნეო პროცესებს, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ხრიკი ანალიზის გასაკეთებლად არის ნაშთების კონტროლი - მათი შედარება ფაქტობრივ მონაცემებთან.
მაგალითად:
- საწყობში არსებული ფაქტობრივი ნაშთების შედარება საბუღალტრო ჩანაწერებთან
- სალაროს ყოველდღიური ფაქტობრივი ნაშთის შედარება საბუღალტრო ჩანაწერებთან
- ვალდებულებებისა და მოთხოვნების ნაშთების კონტროლი მათი დროული მიღებისა და დაფარვისათვის
შევაჯამოთ მიმოხილული საკითხების ურთიერთკავშირი და დავინახოთ საწარმოში ოპერაციების მიმდინარეობა: ეს არის უწყვეტი პროცესი, რომლის დროსაც ხდება საწარმოში არსებული რესურსების, მათი ფორმირების წყაროებისა და საწარმოო ფაქტების მუდმივი ბუღალტრული ჩაწერა საბალანსო ტოლობისა და ორადი ჩაწერის პრინციპების დაცვითა და ანგარიშთა გეგმის კოდური სისტემის გამოყენებითა და მათი კონტროლით.
ბუღალტრული აღრიცხვის სიღრმისეულად შესასწავლად დაუკავშირდით BDO Academy-ის.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები