პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონის პროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. 82 მხარდამჭერთა შორის ყველა ქართული ოცნების დეპუტატი იყო.

2 კვირის წინ პარლამენტში დააინიცირეს საქართველოს კანონის პროექტი ამნისტიის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამინისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. კანონპროექტი არ მოიცავს ისეთ მძიმე მუხლებს, როგორიცაა მკვლელობა, ოჯახში ძალადობა და ასე შემდეგ.

ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაული.