აბორიგენული კულტურის ასასახავად ავსტრალიამ ჰიმნი შეცვალა
2021 წლიდან ავსტრალიაში შეცვლილ სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებენ. პრემიერმინისტ სკოტ მორისონის გადაწყვეტილებით, ჰიმნში ავსტრალია "ახალგაზრდა და თავისუფლად" აღარ იქნება მოხსენიებული, რათა მან ქვეყნის აბორიგენულ წარსულს ხაზი გაუსვას. მორისონის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ეს ცვლილება "ერთიანობის სულისკვეთებას" შექმნის.
გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მთავრობისათვის, თუმცა მათ, ისევე როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა, ცვლილება მოიწონეს.
უფრო კონკრეტულად, ჰიმნის ტექსტში სტრიქონი "ჩვენ ახალგაზრდა ვართ და თავისუფალნი" შეიცვლება, როგორც "ჩვენ ერთნი ვართ და თავისუფალნი".
სახელმწიფო ჰიმნის ტექსტში ცვლილება ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში მოითხოვა ახალი სამხრეთ უელსის ლიდერმა, გლედის ბერეჯიკლიენმა. მისი აზრით, იმჟამინდელი ტექსტი უგულბელყოფდა ავსტრალიის "ამაყი პირველი მოსახლეების კულტურას".
ავსტრალიაში ადგილობრივი, იგივე აბორიგენი მოსახლეობა, მე-18 საუკუნეში ბრიტანული კოლოზინაციის დაწყებამდე ათიათასობით წლით ადრე სახლობდა.
"ეს ცვლილება არაფერს შლის; ჩემი რწმენით, იგი მხოლოდ მატებს [ჰიმნს]", — აღნიშნავს პრემიერმინისტრი მორისონი, რომელიც კონსერვატორია, — "იგი იმ გრძელ გზაზე მიუთითითებს, რომელიც ჩვენ, როგორც ერმა, გამოვიარეთ. იგი ასევე მიუთითებს, რომ ჩვენი ეროვნული ისტორია 300-ზე მეტი ხალხის მოდგმის და ენობრივი ჯგუფისგან შედგება, რაც დედამიწაზე ყველაზე წარმატებულ მულტიკულტურულ ერად გვაქცევს".
მორისონი ასევე დასძენს, რომ ცვლილება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ავსტრალიის ერთიანობასაც უსვამს ხაზს.
ბოლო წლების განმავლობაში ავსტრალიაში არაერთი კულტურული თუ პოლიტიკური ძვრა მოხდა აბორიგენული წარსულის დასაფასებლად. გასული წლის დეკემბერში რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა სახელმწიფო ჰიმნი პირველად შეასრულა აბორიგენულ — სიდნეის მახლობლად მცხოვრები იუნას ხალხის — ენაზე.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
კომენტარები