"პანდემია არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გვეპატიება" — ქართული ოცნების დეპუტატი ჯიხურებისთვის ჯარიმის ჩამოწერის ინიციატივას აკრიტიებს
ქართული ოცნების დეპუტატის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, პანდემია არ ნიშნავს, რომ "უკვე ყველაფერი გვეპატიება". ასე ეხმაურება იგი პარლამენტის წევრის, ბექა დავითულიანის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, უკანონოდ განთავსებული ჯიხურების მფლობელებს ჯარიმები უნდა ჩამოეწეროთ.
"უკანონოდ თუ დაიდგა რატომ არ უნდა დაჯარიმდეს? ოდესმე ხომ უნდა მოეღოს ბოლო ამ უკანონო ჩადგმებს? მაგრამ თუ პანდემიის საჭიროებებიდან გამომდინარე დაიდგა ეს ჯიხური, ვადის გაგრძელება არ მოუთხოვიათ და ამის გამო დაეკისრათ ჯარიმა, ამ გარემოებასთან დაკავშირებით კვლავ კითხვა მაქვს — ნებართვის მოთხოვნას არ უნდა დამატებითი ფინანსური რესურსები, ეს არის უბრალოდ განცხადების დაწერა — თუ ამაზეა საუბარი, ეს უპასუხისმგებლობა რატომ უნდა ვაპატიოთ? რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯონ ასეთი პირები, რადგან კანონის უზენაესობა ერთხელ და სამუდამოდ დაცული უნდა იყოს", — განაცხადა მან.
სწორედ შეღავათებსა და ჯარიმის გადაუხდელობაზე საუბრისას აღნიშნა დეპუტატმა, რომ მოულოდნელად "თავსდატეხილი" პანდემია გასაგებია, თუმცა მისი თქმით, როდესაც უკვე პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და ამ პირობებში გვიწევს მუშაობა, "არ ნიშნავს რომ უკვე ყველაფერი გვეპატიება".
ბექა დავითულიანმა აღნიშნული ინიციატივა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე წამოაყენა. მისი განცხადებით, პანდემიის გათვალისწინებით ჯიხურებისთვის გარკვეული შეღავათები უნდა დაწესდეს.
"საქმე ეხება თბილისში და რეგიონებში განთავსებულ ჯიხურებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ, მაგალითად, იჯარის გადახდის ვალდებულება პანდემიის პირობებში, ან ვიღაცამ დადგა უკანონოდ პანდემიის დროს და დაჯარიმდა ამის გამო, მათ არ ეხსნებათ ჯიხურების აღების პასუხისმგებლობა, ვალდებულები არიან აიღონ, მაგრამ თავისუფლდებიან ჯარიმისგან", — განაცხადა დავითულიანმა.
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები