5 რამ, რაც Bridgerton-ის ვარსკვლავ რეგე-ჟან პეიჯზე უნდა იცოდეთ
25 დეკემბერს ნეტფლიქსმა ახალი სერიალი Bridgerton (ბრიჯერტონები) გამოუშვა, რომელმაც წინასაახალწლოდ ლამის ყველა საშობაო ფილმი დაჩრდილა და მაყურებლების ფავორიტი გახდა.
ახალი სერიალის შექმნაზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანეთში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, სკანდალისა და გრეის ანატომიის სცენარისტმა, სატელევიზიო სამყაროში კარგად ცნობილმა შონდა რაიმსმა იმუშავა.
ბრიჯერტონების მაყურებელს ამ შოუსთვის დამახასიათებელი მრავალი დეტალი იზიდავს, თუმცა მთავარი გულთამპყრობელი ერთ-ერთი პერსონაჟის, საიმონ ბასეტის როლის შემსრულებელი მსახიობი რეგე-ჟან პეიჯი აღმოჩნდა.
უნდა ვაღიაროთ, რომ ნამდვილად რთულია, მისით არ მოიხიბლო.
გარდა იმისა, რომ ის საოცრად მომხიბვლელია, ამ სტატიაში გთავაზობთ კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტს რეგე-ჟან პეიჯის შესახებ:
1. მისი სამსახიობო კარიერა ბავშვობიდან იწყება
რეგე-ჟან პეიჯმა ბავშვობის წლები ზიმბაბვესა და დიდ ბრიტანეთში გაატარა, ამჟამად კი ძირითადად ლონდონში ან ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.
როგორც თავად იხსენებს, მსახიობობით ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან იყო დაინტერესებული და პირველი "როლიც" მოზარდობისას ერგო: სასკოლო სპექტაკლში პატარა დრამერის როლი შეასრულა.
2. ბავშვობაში მკვლევრობაზე ოცნებობდა
მართალია, "პირველი როლი" საკმაოდ ადრეულ ასაკში ერგო, თუმცა როგორც თავად ხუმრობით აღნიშნავს, მსახიობობას მხოლოდ მას შემდეგ მიჰყო ხელი, როცა გაიაზრა, რომ "სხვა არაფერში ვარგოდა". მანამდე კი ოცნებობდა, მკვლევარი გამხდარიყო და მსოფლიოს უცნობი ადგილები შეესწავლა. მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ მოულოდნელი და იშვიათი შთაბეჭდილებებით სავსე გამოცდილების მიღება მსახიობობითაც შეიძლებოდა:
"მსახიობობა გაძლევს შესაძლებლობას, რომ იცხოვრო სხვადასხვა ეპოქის სამყაროში და უკეთ გაუგო იმ დროისადამიანებს ისე, როგორც ამას სხვანაირად ვერ მოახერხებდი. ერთ დღეს შემიძლია ასტრონავტი ვიყო, მეორე დღეს კი – პრეზიდენტი; ცოტა მოგვიანებით კი საერთოდაც ორასი წლით უკან ვიმოგზაურო წარსულში. ეს პროფესია ნამდვილად დიდ თავისუფლებას გაძლევს და ამავდროულად შესაძლებლობას, რომ დრო დიდებულად გაატარო: გაიგო ყველაფერი ადამიანების შესახებ და შემდეგ ეს სხვებსაც გაუზიარო", — ამბობს მსახიობი.
3. მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ შავკანიანების წარმატებისა და ბედნიერების ისტორიები აჩვენოს ყველას
სანამ პეიჯს მაყურებლების დიდი ნაწილი ბრიჯერტონებში შესრულებული როლით შეიყვარებდა, მანამდეც არაერთხელ გამოჩნდა ეკრანებზე, მათ შორის ფილმში Mortal Engines და სერიალში For The People.
როგორც თავად ამბობს, დიდი სურვილი აქვს, თავისი პროფესიის საშუალებით მაყურებელს რაც შეიძლება ხშირად მოუთხროს წარმატებული და ბედნიერი შავკანიანი პერსონაჟების შესახებ:
"ჩვენს კულტურაში ხშირად ისე ხდება, რომ როცა წარსულში გაიხედავ, მხოლოდ თეთრკანიანები არიან ბედნიერები. და იცით რა? ჩვენც (შავკანიანებმა) კარგად ვიცით, თუ როგორ უნდა გავიცინოთ. ჩვენც სხვების მსგავსად ვქორწინდებოდით და ჩვენც გვქონდა რომანტიკული ურთიერთობები, რომელსაც მშვენიერება და სილამაზე ახლდა თან. ამ ყველაფრის წარმოჩენა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იმ ადამიანების წარსულის ჩვენებისას, რომლებიც თეთრკანიანები არ არიან, მხოლოდ ტრავმულ გამოცდილებებზე არ უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას."
4. ის რომანტიკოსია
"რომანტიზმის კონცეფცია ძალიან მიზიდავს. ეს შესანიშნავი რამეა და ის სამყაროში უფრო მეტად გვჭირდება. ბევრი რამ თავისი არსით სწორედ სიყვარულის ისტორიაა, ამას ვიაზრებთ თუ არა ჩვენ", — ამბობს რეგე-ჟან პეიჯი.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსახიობს პირად ცხოვრებაზე ღიად საუბარი არ იზიდავს, მათ შორის არც სოციალურ ქსელებში აქტიურობს თავის პარტნიორებთან ერთად გადაღებული ფოტოების გამოფენით. ასე რომ, თუ მისი სავარაუდო გემოვნების გასაგებად პარტნიორის შეთვალეირებას მოინდომებთ, ეს ცოტა გაგიჭირდებათ.
5. მსახიობობასთან ერთად მღერის კიდეც
რეგე-ჟან პეიჯი თავის ძმასთან ერთად წერს სიმღერებს და შემდგეგ ასრულებს კიდეც. ამის საილუსტრაციოდ კი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოკლიპი Don’t Wait:
მსახიობის სხვა ყოველდღიური სიახლეების გასაგებად ასევე შეგიძლიათ მისი ინსტარგრამის პირადი გვერდი დაათვალეიროთ ხოლმე, სადაც ხშირად გვიზიარებს ყველას ცხელ-ცხელ ფოტოებს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები