ამერიკელმა ონკოლოგმა საკუთარ პაციენტებს $650-ათასიანი მკურნალობის ხარჯები გაუნულა
ამერიკელმა ონკოლოგმა თავის 200 პაციენტს $650 ათასი სესხი გამოუქვითა, რომელიც მათ მკურნალობის ხარჯების დასაფარავად ჰქონდათ აღებული.
ექიმმა ომარ ატიკმა თითქმის 30-წლიანი მუშაობის შემდეგ არკანზასის შტატში მდებარე ონკოლოგიური ცენტრი გასულ წელს დახურა.
იგი მორჩენილი ვალების აღსარიცხავად სესხების შემგროვებელ კომპანიასთან მუშაობდა, როცა მიხვდა, რამდენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას დააწვა პანდემია მძიმედ.
ამიტომ, საშობაოდ ატიკმა გადაწყვიტა, თავისი პაციენტებისათვის წერილი მიეწერა და ეხარებინა, რომ მათი ვალები გაუქმებული იყო.
"ამ დროის განმავლობაში გავაანალიზე, რომ ზოგიერთ ადამიანს გადახდა საერთოდ არ შეუძლია", — აღნიშნავს ექიმი, — "ამიტომ, მე და ჩემი ცოლი, როგორც ოჯახი, ამაზე დავფიქრდით და შევაფასეთ, რამდენად შეგვეძლო ვალების გამოქვითვა. როცა აღმოჩნდა, რომ ეს თავისუფლად იყო შესაძლებელი, ბევრი აღარ გვიყოყმანია".
ომარ ატიკმა, რომელიც წარმოშობით პაკისტანიდანაა, არკანზასში ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა 1991 წელს დააფუძნა და პაციენტებს ისეთ მომსახურებას სთავაზობდა, როგორიც ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და აქსიალურ-კომპიუტერული ტომოგრაფიაა. ამჟამად იგი აკრანზასის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა პროფესორია.
"ვიფიქრეთ, რომ ამის გასაკეთებლად უფრო შესაფერისი დრო ვერც იქნებოდა — პანდემიამ ადამიანების ცხოვრება, საცხოვრებელი, საქმიანობა და ყველაფერი გაანადგურა", — ამბობს ატიკი.
შობის მისალოც ბარათში ექიმმა დაწერა:
"არკანზასის ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა ძალიან ამაყობს, რომ თქვენნაირ პაციენტებს ემსახურა. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის ხარჯების დიდ ნაწილს სადაზღვევო კომპანიები ფარავენ, დარჩენილი თანხა ბევრისთვის მაინც ძნელად გადასახდელია. სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამჟამად ასე მუშაობს. ამიტომ, კლინიკამ გადაწყვიტა, რომ პაციენტების ფინანსური ვალდებულებები გამოქვითოს. ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებთ!"
სესხების შემგროვებელი კომპანიის დირექტორის შეფასებით, ატიკი "ძალიან მზრუნველი ადამიანია".
"მასთან, როგორც კლიენტთან, ყოველთვის ადვილი იყო მუშაობა", — ამბობს ბეა ჩიზმენი, — "აღფრთოვანებული ვარ, რომ მან და მისმა ოჯახმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ონკოლოგიურ პაციენტებს, მოსახლეობის უმეტესობისგან განსხვავებით, ბევრად მეტ სირთულესთან უხდებათ გამკლავება".
არკანზასის მედიცინის საზოგადოების საადვოკატო ჯგუფის ხელმძღვანელი, დევიდ როტენი, ამბობს, რომ ექიმი მას პირადად დაუკავშირდა და გადაამოწმა, შესაძლებელი თუ იყო მისი იდეის განხორციელება.
"ექიმ ატიკს რომ იცნობდეთ, უკეთ გაიგებდით", — ამბობს როტენი, — "პირველ რიგში, იგი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ექიმია, ვისაც კი შევხვედრივარ; თუმცა, ამავდროულად, იგი ყველაზე თანამგრძნობი ექიმიცაა, რომელსაც ვიცნობ".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები