ორი პარლამენტი ვენესუელაში — მადურომ კონტროლი დაიბრუნდა, გუაიდომ კი ვადა გაიხანგრძლივა
ვენესუელაში მუშაობა დაიწყო ეროვნული ასამბლეის ახალმა მოწვევამ, სადაც უმრავლესობას პრეზიდენტი ნიკოლას მადუროს სოციალისტური პარტია წარმოადგენს. აქამდე ქვეყნის პარლამენტი იყო ერთადერთი პოლიტიკური ორგანო ქვეყანაში, რომელსაც მადურო ვერ აკონტროლებდა.
დეკემბერის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. მადუროს მხარდამჭერების კოალიციამ კი 277 მანდატიდან 256 მოიპოვა მოიპოვეს.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. როგორც BBC წერს, ხუან გუაიდომ ფიცის დადების ცერემონია წინა მოწვევის პარლამენტარებთან ერთად გამართა. ჯერ კიდევ 26 დეკემბერს მან განაცხადა, რომ ძველი ასამბლეა საკანონმდებლო საქმიანობას გააგრძელებდა.
ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი 2019 წლის იანვარში გამწვავდა, როცა ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მისი ლეგიტიმურობა 50-მდე ქვეყანამ აღიარა, მათ შორის საქართველომ.
გუაიდო და მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც მადურო ხელისუფლებაში დარჩა, გაყალბდა. ოპოზიციის ლიდერის სიტყვებით, რადგან არჩევნები არასამართლიანი და არადემოკრატიული იყო, შესაბამისად პრეზიდენტის პოსტიც თავისუფალი დარჩა. მან კონსტიტუცია მოიშველია, რომლის თანახმადაც, პარლამენტის სპიკერი დროებითი პრეზიდენტი ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ გუაიდოს ლეგიტიმურობა ქვეყნების დიდმა ნაწილმა აღიარა, მადურომა შეინარჩუნა გავლენა ძალოვან სტრუქტურებზე, საარჩევნო ორგანოებსა და სასამართლოების დიდ ნაწილზე. ამასთან, მას მხარს უჭერენ რუსეთი და ჩინეთი.
ოპოზიციის უმრავლესობამ გადაწყვიტა ბოიკოტი გამოეცხადებინა მადუროს არჩევნებისთვის, რადგან მიაჩნდათ, რომ ის თავისუფალი და სამართლიანი ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, ასამბლეამ ოპოზიციის ხელმძღვანელობით საკანონმდებლო ვადა გაიხანგრძლივა, სანამ ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება აღდგენილი. მათ ფიცის დადების ცერემონია ეროვნული ასამბლეის კედლებს გარეთ ჩაატარეს, სადაც სპიკერად კვლავ ხუან გუაიდო აირჩიეს.
"ჩემი პირველი მიმართვა მიმართულია მადუროსკენ. ჩვენ არ ვდგავართ უბრალოდ სახელმწიფოს ინსტიტუტებისთვის და პარლამენტთან ლეგიტიმური დიალოგისთვის. ჩვენ აქ ჩვენი ხალხის დასაცავად ვდგავართ", — განაცხადა გუაიდომ.
მადუროს პარლამენტის თავმჯდომარემ, ხორხე როდრიგესმა ტვიტერზე დაწერა, რომ ეროვნულ ასამბლეაში დაბრუნდა ხალხი, რათა დაიბრუნოს მიტაცებული ძალაუფლება.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები