ჩინეთში არ შეუშვეს ჯანმოს ექსპერტები, რომელთაც COVID-19-ის წარმოშობა უნდა შეესწავლათ
ჩინეთში არ შეუშვეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც უხანში COVID-19-ის წარმოშობა უნდა შეესწავლა. როგორც ჯანმოში აცხადებენ, ორი სპეციალისტი უკვე გზაში იყო, როცა ვიზასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს.
როგორც BBC წერს, 2019 წელს აღმოჩენილი ვირუსის წარმოშობის გამოკვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პეკინთან შეთანხმებული ჰქონდა.
ჯანმოს ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი იმედგაცრუებულია, რომ ჩინეთს სპეციალისტების ჩასვლისთვის ნებართვა გაცემული არ აქვს.
"მე დამარწმუნეს, რომ საერთაშორისო სპეციალისტების სწრაფი ჩასვლისთვის ჩინეთი ყველა შიდა პროცედურას გაამარტივებდა", — განაცხადა მან პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ ჩინეთის მაღალჩინოსნებთან მუდმივ კონტაქტზეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე თვეა ცდილობს, რომ ჩინეთში 10 სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი დაუშვან, რათა მათ ვირუსის ნიმუშები აიღონ, დაადგინონ მისი წარმოშობა და გაარკვიონ როგორ გადაიცემა ის ცხოველისგან ადამიანზე. დეკემბერში ცნობილი იყო, რომ მუშაობა 2021 წლის იანვრიდან დაიწყებოდა.
5 იანვარს ჯგუფის ორი წევრი ჩინეთში გაემგზავრა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი უკან გააბრუნეს, ხოლო მეორე ამ დრომდე მესამე ქვეყანაში იმყოფება.
COVID-19-ის ვირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის ბოლოს გამოვლინდა. თავდაპირველი ინფორმაციით, ვირუსის წყარო სავაჭრო ბაზარი იყო, სადაც ეგზოტიკურ ცხოველებს ყიდდნენ და სწორედ აქედან გადაედო ის ადამიანს ცხოველისგან. არსებობს ასევე, ვირუსის ღამურებისგან გადაცემის ვერსიაც. ახალი კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება გამოითქვა. ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეგზოტიკური ცხოველების ბაზარი ვირუსის გამააქტიურებელი იყო და არა — წყარო.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები