საქართველოს ბანკმა დიზაინსისტემა შექმნა — რას შეცვლის ეს
საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს პროცესების, სერვისებისა თუ პროდუქტების გაუმჯობესების კუთხით წამყვანი კომპანია იყოს. სწორედ ამ მიზნით, 2020 წლის დეკემბერში, საქართველოს ბანკმა, პროცესების გამარტივების და სამუშაო კულტურის გაუმჯობესებისთვის, დიზიანსისტემა შექმნა.
რა არის დიზაინსისტემა?
დიზაინსისტემას ხშირად აიგივებენ ბრენდის ვიზუალურ სახელმძღვანელოსთან, რაც არასწორი მიდგომაა, რადგან კი, ის დიზაინსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა არა სრული. დიზაინსისტემა არის მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკა, რომლის თითოეული ელემენტიც შექმნილია ბრენდის საერთო სტილის, კონცეფციისა და წესების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატური კვლევის ანალიზით არის გამყარებული.
დიზაინსისტემის მიზანია ორგანიზაციაში ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს, დაიხვეწოს და დაჩქარდეს სამუშაო პროცესები, რაც მეტი ახალი პროდუქტის შექმნის საშუალებას იძლევა.
მომხმარებლებისთვის დიზაინსისტემა თანმიმდევრულ გამოცდილებას ქმნის ციფრულ არხებში, რაც გამოყენებას გაცილებით უფრო მარტივს და ინტუიტურს ხდის.
საქართველოს ბანკის დიზაინსისტემა
საქართველოს ბანკის დიზაინსისტემა არის ბანკის ციფრული კომპონენტების ცენტრალიზებული ბიბლიოთეკა, რაც მოიცავს, როგორც წინასწარ გამზადებულ დიზაინს, ასევე კოდს, საკომუნიკაციო მესიჯებს, კვლევის მიგნებებს, UX-ის და ბრენდის სახელმძღვანელოებს. მასში დეტალურად არის ახსნილი კომპონენტების გამოყენების წესები, როგორც დიზაინის ასევე დეველოპმენტის კუთხით. დიზაინსისტემა მომავალზე ორიენტირებული და მოქნილი შესაძლებლობაა, რაც დროთა განმავლობაში ცვლილებების სწრაფად ასახვის და გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.
წარმოიდგინეთ, სახლის გარემონტების დროს რომ გადაწყვიტოთ აგური შეცვალოთ, რომლითაც აშენებულია კონსტრუქცია, რა მოხდება ამ დროს? მოგიწევთ ყველაფერი დაანგრიოთ და თავიდან ააშენოთ, რაც უამრავ დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული. დიზაინსისტემა კი ზუსტად ამ სირთულის ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას უმარტივესად და სწრაფად იძლევა.
მუშაობის პროცესი
დიზაინსისტემაზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მუშაობენ. ის აერთიანებს როგორც დიზაინერებს, ასევე პროგრამისტებს. საინტერესოა თუ როგორია უშუალოდ მუშაობის პროცესი.
მიმდინარე პროცესები
როგორც საქართველოს ბანკში ამბობენ, ამ ეტაპზე დიზაინსისტემის ინტეგრაცია არსებულ პლატფორმებზე მიმდინარეობს. ახალი პროდუქტები კი სრულად ეწყობა დიზაინსისტემის გამოყენებით. მათი თქმით, სამომავლოდ, ბევრი საინტერესო აქტივობა იგეგმება, რისი მიზანიც ეფექტიანი სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაა.
ბანკში მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის სიახლეები საინტერესო იქნება ტექნოლოგიებით, დიზაინით და ზოგადად, ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ამით მათ შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველო ბანკის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის მაგალითზე, მიიღონ რეალური გამოცდილება დიზაინის პროცესებისა და ზოგადად, ციფრული პროდუქტების შექმნა-განვითარების შესახებ.
დიზაინსისტემის დანერგვით საქართველოს ბანკი ფინტექ კომპანიებისთვის ეფექტური სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარებასაც შეძლებს.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
კომენტარები