ვაშინგტონში არეულობის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან არეულობის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონის მერმა, მიურელ ბაუზერმა და კოლუმბიის ოლქის პოლიციის უფროსმა, რობერტ კონტიმ განაცხადეს.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა ქალი, რომელიც კაპიტოლიუმში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სხვა მომხრეებთან ერთად შეიჭრა. მოგვიანებით, მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი აშშ-ს საჰაერო ძალების ვეტერანი იყო.
პოლიციის უფროსმა ქალის გარდაცვალების დეტალებზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, იგი სხვა მომიტინგეებთან ერთად სხდომათა დარბაზში შეიჭრა, სადაც მათ პოლიციის თანამშრომლები შეეწინააღმდეგნენ, ერთ-ერთმა კი იარაღიდან ისროლა. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხელისუფლების წარმომადგენლები არ ამბობენ, გარდაცვლილის ვინაობას, სანამ მის ახლობლებს ინფორმაციას არ მიაწვდიან.
გარდა ამისა, კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე კიდევ სამი გარდაცვლილი იპოვეს — ერთი ქალი და ორი კაცი. ყველა სრულწლოვანია. როგორც განმარტავენ, გარდაცვალების მიზეზი გახდა მოვლენები, რაც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა.
არეულობის შედეგად დაშავდა პოლიციის სულ მცირე 14 თანამშრომელი. ორი ჰოსპიტალიზირებულია. ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 52 პირი: 4 ლიცენზიის გარეშე იარაღის ტარებისთვის, 1 აკრძალული იარაღის ტარებისთვის, 47 კი კომენდანტის საათის დარღვევისთვის.
ამასთან, ვაშინგტონის მერმა მიურიელ ბაიზერმა საგანგებო მდგომარეობა 15 დღით, საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე გაახანგრძლივა. ქალაქში უკვე მოქმედებს კომენდანტის საათი.
6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მიმდინარე ტრამპის მხარდამჭერების აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ბარიერი გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. კონგრესში ევაკუაცია გამოცხადდა, ქალაქში კი კომენდანტის საათი.
შეწყდა სხდომა, რომელზეც არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. სწორედ ამას აპროტესტებდნენ ტრამპის მხარდამჭერები, რადგან მოქმედ პრეზიდენტს სჯერა, რომ მან გაიმარჯვა და არჩევნები გაყალბდა.
გაიგეთ მეტი:
- კაპიტოლიუმში ძალადობა და დესტრუქცია ახლავე უნდა შეწყდეს — მაიკ პენსი აშშ-ს მიმართავს
- ტრამპმა ვიდეომიმართვა გაავრცელა: ის ისევ გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობს და მხარდამჭერებს დაშლას ურჩევს
- ბორის ჯონსონი აშშ-ის კონგრესში განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინოს უწოდებს
- დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცენ — სტოლტენბერგი კაპიტოლიუმში შეჭრაზე
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები