ხანძრების გამო, თბილისი ოკუპირებულ აფხაზეთს დახმარებას ისევ სთავაზობს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავრცელებული ხანძრების გამო, დახმარება აფხაზურ მხარეს არაერთხელ შესთავაზეს. სუს-ში On.ge-ს უთხრეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ხანძარი გაგრაში საცხოვრებელ კორპუსებსაც მიუახლოვდა, თუმცა მათი ცნობით, მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. მათივე თქმით, გაგრის რეგიონში, დაახლოებით, ექვსი ჰექტარი ფართობი დაიწვა.
"8 იანვრის დილით გაგრის რაიონში ხანძარი ზოგიერთ ადგილას ფრაგმენტული იყო. ცეცხლის ნაწილი მაღალმთიან ზონაში გადავიდა. სანაპირო ტერიტორიაზე კი მცირე ინტენსივობით შეინიშნება", — ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დე ფაქტო უწყებაში, ასევე, აცხადებენ, რომ 7 იანვარს ხანძარი ჩააქრეს გუდაუთის, ოჩამჩირისა და გალის რაიონშიც. დღეს, 8 იანვრის დილის 8:30 საათზე კი ხანძრის შესახებ შეტყობინება ქალაქ ტყვარჩელიდან მიიღეს. კერძოდ, ცეცხლი ხის სახლს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრეების მუშაობის მიუხედავად, სახლი მთლიანად დაიწვა.
ძლიერი ხანძარი იყო გვიან ღამით გაგრაში. ადგილობრივები ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარი 4 იანვარს გალის რაიონში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო სამსახურის განმარტებით, 600 ჰექტარზე მინდვრები და ტყეები იწვოდა. ჯამში სტიქიამ 9 სოფელი მოიცვა. მათივე თქმით, სოფელ ზემო ბარღებში სამი საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო დანიშნულების შენობები დაიწვა. ადგილობრივი მოსახლეობა On.ge-სთან ამბობს, რომ ცეცხლის კერები სხვადასხვა ადგილას ისევ შეინიშნება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები