10 ძალიან ცუდი რჩევა მშობლებისთვის
ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიური საქმიანობა, როგორც ოჯახში, ასევე გარე საზოგადოებაში, წესებშია მოქცეული. მიუხედავად ამისა, ხშირად სწორედ აკრძალული ხილი იძლევა შემოქმედებითობის და ფანტაზიის გასაქანის უნარს. ფიქრს წინ რა უდგას — სწორედ ამ მოტივით შეიქმნა Reddit-ზე საზოგადოება, რომელიც უკვე მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს. ჯგუფის სახელწოდებაა "არაეთიკური ცხოვრებისეული რჩევები", რაც, ცხადია, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მის მხოლოდ გასართობ დანიშნულებაზე.
რადგან მშობლობა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული და, შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა მის ყველა გამოწვევას შესანიშნავად გაართვას თავი, ადამიანები ხშირად ითხოვენ რჩევას, მათ შორის, ზემოხსენებულ ჯგუფშიც.
პასუხებმა, რომელთა გათვალისწინებაც, რასაკვირველია, რეკომენდებული არაა, არ დააყოვნა.
1. "თუ მოსვენება გინდათ, უთხარით თქვენს შვილს, რომ ერთ საათში გაგაღვიძოთ, რათა ერთად დაალაგოთ სახლი. დარწმუნებული იყავით, რომ არასდროს არ გაგაღვიძებთ".
2. "სადმე წასვლისას ითამაშეთ 'პოლიციელობანა'. ვინც ყველაზე მეტ პოლიციის მანქანას შეამჩნევს, გაიმარჯვებს. ერთი მხრივ, ბავშვები დაკავებულები იქნებიან და არ შეგაწუხებენ. მეორე მხრივ კი, პოლიციასთან გადაყრის თავიდან აცილებაში რამდენიმე წყვილი თვალი დაგეხმარებათ".
3. "თქვენს შვილს უთხარით, რომ ძილში ხვრინავს. ამგვარად, ადვილად მიხვდებით, როდის იმძინარებს თავს — როცა ვითომ ხვრინვას იწყებს".
4. "უთხარით თქვენს შვილს რომ კბილებს თუ კარგად არ გაიხეხავს, დასცვივდება. როცა სარძევე კბილებს მოიცვლის, გააფრთხილეთ, რომ საქმეს კარგად არ აკეთებს. ამდენად, ზრდასრულობის კბილებს მართლა კარგად გაიხეხავს".
5. "ბავშვს რამის ჭამა არ უნდა? მის მეგობართან გაგზავნეთ დასარჩენად, მეგობრის მშობელი კი გააფრთხილეთ, რომ ის საჭმელი გააკეთოს, რაც თქვენს შვილს არ მოსწონს. ამგვარად, იქ მეგობრის ოჯახის მაინც შერცხვება და მიირთმევს".
6. "მოამზადეთ თქვენი შვილი სოციალური ქსელისთვის — გააკარით მათი ნამუშევრები მაცივარზე და ქვემოთ საძაგელი კომენტარები მიუწერეთ".
7. "ახალ წელს არ აჩუქოთ თქვენს შვილს არაფერი. როცა უსაჩუქროდ დარჩენილი ატირდება, უთხარით, რომ თოვლის პაპასთან თავად მოაგვარებთ ყველაფერს. მერე მაღაზიაში წადით და საახალწლო ფასდაკლების ფარგლებში უყიდეთ საჩუქარი. ისინი იფიქრებენ, რომ თქვენ ლეგენდა ხართ, თოვლის პაპა კი — დეგენერატი. რაც მთავარია, საჩუქარსაც ფასდაკლებით იყიდით".
8. "თუკი თქვენი შვილი ახალშობილია, ასწავლეთ მეორე მშობლის სახელის თქმა. შემდეგ, როცა ბავშვს რამე დასჭირდება, თქვენ ნაცვლად თქვენს პარტნიორს დაუძახებს. თანაც, ძალიან თავმდაბალ ნაბიჯად ჩაგეთვლებათ — ადამიანები ხომ ძალიან ამაყობენ, როცა შვილი პირველ სიტყვად მათ სახელს ამბობს; თქვენ კი თქვენი სახელის სწავლების ნაცვლად, პარტნიორის ასწავლეთ".
9. "აბეზარა ბავშვები დაჟინებით გთხოვენ, ეთამაშოთ? უთხარით, რომ დამალობანას თამაში გინდათ. შემდეგ დაიხუჭეთ, თვლა დაიწყეთ და როცა მოძებნის მოლოდინში საიმედოდ დაიმალებიან, მშვიდად განისვენეთ".
10. "უთხარით თქვენს შვილს, რომ ყოველთვის, როცა იტყუებიან, თმის ბღუჯას კარგავენ, ხოლო თუ ძალიან ბევრ ტყუილს იტყვიან, საერთოდ გამელოტდებიან (დარწმუნდით, რომ თავად არ ხართ მელოტი). ამასთან, გააფრთხილეთ, რომ ეს საიდუმლოა და 15-16 წლამდე შეინახოს, რადგან, ალბათ, საერთოდ არ გაწყობთ, 'ქოსატყუილას' ძახილით მიეჭრას სუფრასთან მჯდომ მელოტ ნათესავს".
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
კომენტარები