მოქალაქეებმა ამნისტიის მუხლების გაფართოების მოთხოვნით აქცია გამართეს
დღეს, 8 იანვარს მოქალაქეებმა მსვლელობით გააპროტესტეს ამნისტიის ახალი კანონპროექტი. აქციის მონაწილეები ამნისტიის მუხლების გაფართოებას მოითხივენ, რომელიც უფრო მეტ ადამიანს შეეხება.
"გაუფრთხილებლობით დანაშაულზე გაფართოვდეს იმ მუხლების სია, რომელიც არის და თუ დაზარალებული არის ყველა გაუფრთხილებლობით დამნაშვე გათავისუფლდეს და მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშულებზე, გარდა ისეთ დანაშაულზე, რომელიც არის ქურდული სამყაროს წევრობა, ან ტერორიზმის მსგავსი ტიპის დანაშაულის გარდა, ვითხოვთ, რომ რაღაც მცირედით შეღავათი მიეცეთ ამ ადამიანებს", — ამბობს უფლებადამცველი ალექსანდრე კაპანაძე ფორმულასთან.
სამოქალაქო აქტივისტის, ელენე ხოშტარიას თქმით, დიდი ოდენობით ნარკოდამნაშვეების გათავისუფლება და კლუბურ ნარკოტიკზე პატიმრების ციხეში დატოვება არის გაუგებარი. გარდა ამისა, ელენე ხოშტარია მთავარი არხის მეწილეზე, გიორგი რურუაზეც საუბრობს.
"უბრალოდ გაუგებარია, დიდი ოდენობით ნარკოტიკზე ვიღაცა გამოუშვა და კლუბურ ნარკოტიკზე ადამიანი დატოვო. იგივე არის რურუას შემთხვევაშიც, სპეციალურად, რომ რურუა არ გამოვიდეს, ის მუხლი არ არის შეყვანილი და ამის გამო, მათ შორის, იჩაგრება უამრავი ადამიანი", — ამბობს ელენე ხოშტარია ფორმულასთან.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ საერჯველაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეები ცდილობენ ამნისტიის ინიცატივის პოლიტიკურ ვალდებულებებთან დაკავშირებას, რაც მისი აზრით, არასწორია.
"დააკავშირონ ეს ამნისტია და ეს ინიციატივა გარკვეულ პოლიტიკურ რაღაც ვალდებულებებს, ეს არ არის სწორი, ეს აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს", — აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
პარლამენტში დააინიცირეს საქართველოს კანონის პროექტი ამნისტიის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამინისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამ დროისთვის კანონპროექტი არ მოიცავს ისეთ მძიმე მუხლებს, როგორიცაა მკვლელობა, ოჯახში ძალადობა და ასე შემდეგ.
ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაული.
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
კომენტარები