ქართული ოცნება საერთაშორისო პარტნიორებს უმტკიცებს, რომ პარლამენტში პროევროპული ოპოზიცია შევიდა
"ევროპელი სოციალისტები — პირველი ოპოზიციური პარტიაა პარლამენტში" სწორედ ასეთი სათაური აქვს ქართული ოცნების საინფორმაციო ბიულეტენს, რომელსაც ის უცხოელ პარტნიორებს უგზავნის და ამტკიცებს, რომ პარლამენტში პროდასავლური პარტია შევიდა. წერილი 2021 წლის 5 იანვრით არის დათარიღებული და მასში მმართველი პარტია ამ პარტიის შექმნასა და პარლამენტში შესვლას განუმარტავს.
"არჩევნების შედეგების უარყოფისა და შემდგომი პოლიტიკური პროცესების ბოიკოტირების შემდეგ უმსხვილესი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის მიყოლებით დაიშალნენ — ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი და პატრიოტთა ალიანსი. ოპოზიციურ პარტიებს შორის შემაშფოთებელი უთანხმოების ორი მიზეზი არსებობს — ოპოზიციაში პროდასავლური კურსის არარსებობა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისთვის ბოიკოტის გამოცხადება იმის გამო, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ.
სწორედ ამ პირობებში პატრიოტთა ალიანსის წევრებმა, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს აეღოთ მანდატები და პარტიული სიიდან დეპუტატები ჩაენაცვლებინათ და ცესკოს მიმართეს. რიგგარეშე სხდომაზე ქართველმა კანონმდებლებმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს. პატრიოტთა ალიანსის ამ წევრებმა განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის პარალელურად ისინი ტოვებდნენ პარტიას და ქმნიან ახალ პოლიტიკურ ერთობას — ევროპელ სოციალისტებს, რომელსაც პარლამენტში წარმოადგენდნენ", — ნათქვამია ბიულეტენში.
ქართული ოცნება საერთაშორისო პარტნიორებს ატყობინებს, რომ აღნიშნული პარტია თავის ახალ გუნდს წარადგენს და მომავალ არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას. გარდა ამისა, ისინი მის პროდასავლურ ორიენტაციაზეც მიანიშნებენ:
"როგორც დეპუტატმა ბრიფინგზე განაცხადა, ყველა პარტია უნდა გაერთიანდეს ეროვნული მიზნების გარშემო, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ესენია სტაბილურობა და ქვეყნის ერთიანობა; დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა; ინტეგრაცია დასავლეთ სტრუქტურებში; ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზებითა და დიპლომატიით. მათ ასევე მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას შევიდნენ პარლამენტში და არ მისცენ არავის ქვეყანაში დესტაბილიზაციის საშუალება. პარტიის წარმომადგენლების განცხადებები მიანიშნებს, რომ პრორუსულ განწყობებს არ აქვს ადგილი საქართველოს პარლამენტში და დემოკრატიული პროცესი უწყვეტად გაგრძელდება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
4 იანვარს პატრიოტთა ალიანსის სიის სამ წევრს — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს — პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. რაც შეეხება სიის მეოთხე ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს მან მანდატზე უარი არ თქვა და პარლამენტში შევიდა. პატრიოტთა ალიანსის ის დეპუტატები კი, რომელთაც უარი თქვეს მანდატებზე, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ჩაანაცვლეს.
ფრიდონ ინჯიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მის მიერ დაარსებულ პარტიაში ზილფიმინია, მიქაძე და ენუქიძეც გაწევრიანდებიან.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები