საქართველოს ფოსტამ გორის ფილიალის 11 თანამშრომელს კონტრაქტი შეუჩერა — რას აპროტესტებდნენ დასაქმებულები და რას პასუხობენ ფოსტაში
თავდაპირველად მასალის სათაური იყო: "საქართველოს ფოსტამ გორის ფილიალის 11 თანამშრომელს კონტრაქტი შეუუწყვიტა — რას აპროტესტებდნენ დასაქმებულები და რას პასუხობენ ფოსტაში", თუმცა დაზუსტების შემდეგ სათაური ჩასწორდა.
საქართველოს ფოსტის გორის ფილიალში 11 თანამშრომელს კომპანიამ კონტრაქტი შეუჩერა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თანამშრომლები გაფიცვის რეჟიმში გადავიდნენ და დაბალი ხელფასები და დაზღვევის არქონა გააპროტესტეს.
"ხელფასის მომატებას, დაზღვევას და ეგ იყო რა. არ განიხილეს ჩვენი მოთხოვნები და უკანონოდ გამოაცხადეს. ყველას შეგვიჩერეს თანამშრომლობა. ჩვენ რაც შეგვეძლება, გავაკეთებთ", — აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი TV პირველთან.
როგორც On.ge-ს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ალექსი მერებაშვილმა განუცხადა, თანამშრომლებს კონტრაქტი გარკვეული პერიოდის მანძილზე შეუწყდათ. ორშაბათიდან კი, სავარაუდოდ, თანამშრომლები გაფიცვას შეწყვეტენ და მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვებიან.
"ისინი ჯერ განთავისუფლებულები არ არიან, შეუჩერდათ შრომითი ხელშეკრულებები გაფიცვის გამო. კოდექსითაა გათვალისწინებული, რომ ჩერდება ამ შემთხვევაში ხელშეკრულება, რაც ნიშნავს, რომ გაფიცული დღეების ხელფასს არ აიღებენ. დღეს გავაკეთეთ ისე, რომ, სავარაუდოდ, დაიწყება მოლაპარაკებები ამ კუთხით და ორშაბათს გაირკვევა, რა და როგორ იქნება. გაფიცვა, სავარაუდოდ, ორშაბათიდან შეწყდება, თუმცა მოთხოვნები ისევ დარჩება ძალაში", — გვითხრა მერებაშვილმა.
მისივე განმარტებით, დასაქმებულებს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: ეს იყო დაბალი ხელფასები, დაზღვევის არარსებობა და საახალწლოდ მომატებული სამუშაოს ფონზე არგაზრდილი ანაზღარურება.
"პირველი მიზეზი ხელფასის სიმცირე იყო. თბილისში დასაქმებულ კურიერებთან შედარებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იყვნენ. ამბობდნენ, გაცილებით მეტ სამუშაოს ვასრულებთ და გაცილებით დაბალი ხელფასი გვაქვსო. ასევე, ითხოვდნენ დაზღვევის ამოქმედებას, ადრე გვქონდა და წელიწად-ნახევრის წინ შეგვიწყდაო და ამოქმედებას გვპირდებიან და არ ასრულებენო. მესამე კი საახალწლო დანამატები იყო, რომელსაც ყოველწლიურად იღებდნენ, თუმცა წელს პანდემიის გამო უარი უთხრეს. არადა, ფოსტა გავიდა შესაბამის მოგებაზე, შარშანდელზე მეტი მოგება ჰქონდათ და პანდემიას ასახელებენ მიზეზად იმისა, რომ დანამატები არ გაცემულიყო", — გვეუბნება იურისტი მერებაშვილი.
On.ge დაუკავშირდა საქართველოს ფოსტასაც, სადაც აცხადებენ, რომ შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა თანამშრომლების მიერ დამატებითი "ჯილდოს" მოთხოვნამ განაპირობა.
"საქართველოს ფოსტის გორის სერვისცენტრში მომუშავე კურიერებმა 5 იანვრიდან დამატებითი ჯილდოს მოთხოვნით, უარი განაცხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაზე და გაიფიცნენ, რამაც გამოიწვია სამუშაო პროცესის შეფერხება. მაშინ, როცა მსოფლიო პანდემიის ფონზე საქართველოს ფოსტამ ყველა ღონისძიებას მიმართა იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა თითოეული სამუშაო ადგილი და მეტიც, თანამშრომლებს შეუფერხებლად მიეღოთ კუთვნილი ანაზღურება, გორის სერვისცენტრის კურიერების მხრიდან დამატებითი ჯილდოს მოთხოვნამ განაპირობა საქართველოს ფოსტის გადაწყვეტილება შეეჩერებინა შრომითი ხელშეკრულება აღნიშნულ პირებთან და მიემართა სასამართლოსთვის გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით", — აცხადებენ ფოსტაში.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები