მაიკ პენსი 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება — CNN
პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისგან განსხვავებით ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მომავალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პენსი ღონისძიებაზე დასწრებას აპირებდა, თუმცა მოსაწვევს ელოდებოდა.
მას შემდეგ რაც ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს.
როგორც CNN წერს, ტრამპი და მისი მხარდამჭერები ვიცე-პრეზიდენტზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა კონგრესში არჩევნების შედეგების დამტკიცებისთვის ხელი შეეშალა, თუმცა პენსმა განაცხადა, რომ ეს მის ძალებში არაა.
ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ინაუგურაციაზე პენსის ხილვა გაუხარდება. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ტრამპს რაიმეში ეთანხმება:
"კარგია, რომ არ გამოჩნდება. მან ჩემს ყველაზე ცუდ მოლოდინებსაც გადააჭარბა".
კაპიტოლიუმში მოწყობილი არეულობის გამო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სწორედ მან უბიძგა საკუთარ მხარდამჭერებს კონგრესში სხდომა ჩაეშალათ. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ თანამდებობიდან ტრამპის გადაყენება მოითხოვა. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, დემოკრატი კანონმდებლები პრეზიდენტის იმპიჩმენტის დასაწყებად საბუთებს ამზადებენ.
6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მიმდინარე ტრამპის მხარდამჭერების აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ბარიერი გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. კონგრესში ევაკუაცია გამოცხადდა, ქალაქში კი კომენდანტის საათი.
შეწყდა სხდომა, რომელზეც არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. სწორედ ამას აპროტესტებდნენ ტრამპის მხარდამჭერები, რადგან მოქმედ პრეზიდენტს სჯერა, რომ მან გაიმარჯვა და არჩევნები გაყალბდა.
რამდენიმესაათიანი არეულობის შემდეგ სენატში სხდომა განახლდა. ბოლო ინფორმაციით, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთ ქალს კაპიტოლიუმში პოლიციამ შეჭრის დროს ესროლა.
გარდა ამისა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიში 12 საათით დაიბლოკა. კომპანიაში განაცხადეს, რომ მიზეზი სამომხმარებლო წესების დარღვევა და ძალადობის წამახალისებელი ტვიტებია და დაამატეს, რომ თუ ტრამპი აღნიშნულ პოსტებს არ წაშლიდა, ანგარიშს განმეორებით დაბლოკავდნენ.
ტრამპის ანგარიშის აღდგენიდან რამდენიმე საათში კი ტვიტერმა ის თავის პლატფორმაზე სამუდამოდ დაბლოკა. ამასთან, მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე, 20 იანვრამდე პრეზიდენტის ანგარიშები დაბლოკილია ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე.
მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული არეულობის მიუხედავად, 7 იანვარს, აშშ-ს კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა.
არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უფლებამოსილებას 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ შეუდგებიან. მანამდე კი ხელისუფლების გადაბარების პროცესი იქნება.
გაიგეთ მეტი:
- კაპიტოლიუმში ძალადობა და დესტრუქცია ახლავე უნდა შეწყდეს — მაიკ პენსი აშშ-ს მიმართავს
- ტრამპმა ვიდეომიმართვა გაავრცელა: ის ისევ გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობს და მხარდამჭერებს დაშლას ურჩევს
- ბორის ჯონსონი აშშ-ის კონგრესში განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინოს უწოდებს
- დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცენ — სტოლტენბერგი კაპიტოლიუმში შეჭრაზე
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
კომენტარები