გამომიტანეს განაჩენი, ეშაფოტზე უნდა ამიყვანონ და საჯაროდ დამწვან — მეუფე იოანე თეოლოგების კრიტიკაზე
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს განცხადებით, თეოლოგთა ნაწილის სურს ეშაფოტზე აიყვანონ და მათი "მწარე ენის ბრალდებების კოცონზე" დაწვან. ასე ეხმაურება სასულიერო პირი თეოლოგების მიერ მისთვის საეკლესიო სასამართლოს დანიშვნის მოთხოვნას. მიტროპოლიტის ვრცელი განცხადება ეპარქიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
თეოლოგების ამ მოთხოვნას წინ უძღოდა რუსთავი 2-ის ეთერში მიტროპოლიტის განცხადება, რომ ისინი წარმართები არიან — "სასულიერო განათლების მიღების უფლება მიეცათ პატრიარქისგან და ეს ბოროტად გამოიყენეს, ისვრიან ქვებსა და ტალახს". თეოლოგები ითხოვენ მიტროპოლიტმა ბრალდებები დაამტკიცოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასულიერო ხარისხიდან განიკვეთოს.
მიტროპოლიტი იოანეს განმარტებით, ჟურნალისტმა კითხვა "უსახელო და უგვარო, არხსენებული და უხსენებელი" თეოლოგების შესახებ დაუსვა, რომლებიც პატრიარქს აკრიტიკებდნენ და მისი რეაქციაც აქედან გამომდინარეობდა.
"ვიღაც "თეოლოგები", არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სჯულის კანონის "არცოდნას" და "დარღვევას" აბრალებენ. რა უნდა მეთქვა? ასეთ "თეოლოგებს" არ ვიცნობ. ესენი ალბათ ეკლესიის მიმართ ქვების სროლის და ლაფის დასხმის სპეციალისტები არიან-მეთქი. ეს ჩემი სიტყვები ვიღაცეებმა თავის თავზე მიიღეს, გული ეტკინათ და გამინაწყენდნენ და გამიწყრნენ. დიდმა "პლეადამ" ახალი "თეოლოგებისამ" ჩემი დასჯა მოითხოვა. ამ "პლეადაში" ხსენებული "თეოლოგების" სიიდან ორი-სამი გვარი მეცნო, დანარჩენები ვინ არიან, არც გამიგია", — წერს მიტროპოლიტი ფეისბუქზე.
მიტროპოლიტი ამბობს, რომ თეოლოგების განცხადებამ მას ბოლშევიკური რეჟიმი გაახსენა.
"ნეობოლშევიზმთან გვაქვს საქმე? ხუმრობის ხასიათზე დამაყენეთ?!", — წერს მიტროპოლიტი.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრის თქმით, თეოლოგის წოდება გაუფასურებული და შეურაცხყოფილია.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში მოდაშია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული "სერიალები", რომელთა მთავარი გმირი, ქუთათელ-გაენათის ეპარქიის მმართველად დანიშვნის შემდეგ, ხშირად, თავადაა. იგი ამბობს, რომ რუსთავის ეპარქიის მმართველობის პერიოდში, ჟურნალისტებთან "ვიღაც თეოლოგებზე" აზრი გამოუთქვამს და "ინტრიგანოლოგები" უწოდა.
"... მაშინ ხმაური არ ატეხილა. რა ვიფიქროთ, ეპარქიის სახელწოდება განსაზღვრავს დანაშაულის ოდენობას?", — წერს მიტროპოლიტი.
ამავე განცხადებაში მიტროპოლიტმა თეოლოგების "გამოცდა" გადაწყვიტა და მათ ორი კითხვა დაუსვა:
"წმიდა სახარებაში სად წერია მაცხოვრის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიტყვები და რატომ ამბობს მათ: "ვაი შენდა ქორაზინ და ვაი შენდა ბეთსაიდა..." და კიდევ: "ვაი თქვენდა, მწიგნობარნო ორგულნო". მეორე კითხვა: წმ. პავლე მოციქული სად და რატომ ამბობს: "არ ვიცოდი, რომ მღვდელმთავარია. ნათქვამია, რომ აუგი არ თქვა ერის მთავარზე". ველოდები ერთ ბილეთზე თუ მაინც გასცემენ პასუხს, როგორ ჩააბარებენ ამ გამოცდას და მერე გავაგრძელოთ საუბარი", — აცხადებს მღვდელმთავარი.
თეოლოგთა ნაწილმა მიტროპოლიტ იოანეს მიმართ საეკლესიო სასამართლოს დანიშვნა მას შემდეგ მოითხოვა, რაც მათ მიერვე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს კრიტიკულად შეფასების საპასუხოდ, მიტროპოლიტმა ისინი წარმართებად მოიხსენია.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები