შვარცენეგერმა კაპიტოლიუმში შეჭრა "ბროლის ღამეს" შეადარა, ამბოხებულები კი — ნაცისტებს
მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა, ტვიტერზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა. ვიდეოში შვარცენეგერმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე საშინელ პრეზიდენტად დარჩება, ამერიკელებს კი მოუწოდა, ახლადარჩეულ ჯო ბაიდენს მხარი დაუჭირონ.
"ერთად უნდა გავთავისუფლდეთ იმ დრამისგან, რაც მოხდა", — ამბობს შვარცენეგერი შვიდწუთნახევრიან ვიდეოში, — "უნდა გავთავისუფლდეთ, არა როგორც რესპუბლიკელები ან დემოკრატები, არამედ, როგორც ამერიკელები".
მსახიობმა, რომელიც წარმოშობით ავსტრიიდანაა, ბავშვობაც გაიხსენა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი სამშობლოს მაგალითზე გამუდმებული ტყუილებისა და შეუწყნარებლობის საფრთხის შესახებ ისაუბრა.
ტრამპის მხარდაჭერების კაპიტოლიუმში შეჭრა მან კრისტალნახტს, იგივე "ბროლის ღამეს" შეადარა, როცა ნაცისტებმა გერმანიასა და ავსტრიაში ებრაული თემები, სინაგოგები და ობიექტები დაარბიეს.
"ოთხშაბათს ბროლის ღამე პირდაპირ შეერთებულ შტატებში იყო", — განაცხადა შვარცენეგერმა და კაპიტოლიუმის შენობის ჩამსხვრეულ ფანჯრებზე მიანიშნა. მისი თქმით, "ბრბომ ასევე დაამსხვრია ის იდეები, რომლებიც ვერ დააფასეს" და "გადააბიჯა იმ პრინციპებს, რომელზეც ქვეყანა დაფუძნდა".
შვარცენეგერმა გაიხსენა, რომ ავსტრიაში იგი იმ კაცების გარემოცვაში გაიზარდა, ვინც "ისტორიის ყველაზე სასტიკი რეჟიმის თანამონაწილეობით გამოწვეულ დანაშაულის გრძნობას სასმლით იქარვებდა", თუმცა "ბევრი მათგანი გამოსწორდა და შემობრუნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მომავლისაკენ".
მსახიობმა მამამისთან დაკავშირებული პირადი ისტორიაც გაიხსენა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური პარტიის წევრი იყო.
"ამაზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია, რადგან მტკივნეული მოგონებაა, თუმცა მამაჩემი კვირაში ერთხელ ან ორჯერ შინ მთვრალი მოდიოდა, ყვიროდა და მე და დედაჩემს გვცემდა", — იხსენებს შვარცენეგერი. მისი თქმით, მამამისისნაირი კაცები "ფიზიკურ ტკივილსაც განიცდიდნენ სხეულში დარჩენილი ნამსხვრევების გამო და ემოციურსაც — იმისთვის, რაც ნახეს ან ჩაიდინეს".
ამის შემდეგ, ყოფილმა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ყურადღება მოქმედი პრეზიდენტისაკენ მიაპყრო.
"პრეზიდენტი ტრამპი სამართლიანი არჩევნების შედეგების შეცვლას ტყუილებით და ხალხის შეცდომაში შეყვანით შეეცადა", — განაცხადა შვარცენეგერმა, — "მამაჩემი და ჩემი მეზობლებიც ტყუილებით იყვნენ შეცდენილნი და ისიც კარგად ვიცი, სად მივყავართ ასეთ ტყუილებს".
მან ასევე დასძინა, რომ ტრამპმა, როგორც ლიდერმა, მარცხი განიცადა, თუმცა "კარგი ამბავი ისაა, რომ ცოტა ხანში იგი ისეთივე არარელევანტური იქნება, როგორც ძველი ტვიტი".
შვარცენეგერმა იმ სახელმწიფო მოხელეებსაც მიმართა, ვინც პრეზიდენტი დაამტკიცა. კონკრეტული პირების დასახელების გარეშე, მან აღნიშნა, რომ მისი პარტიის რამდენიმე წევრმა "გაუბედაობა" გამოიჩინა და მათი "თანამონაწილე" გახდა, ვინც ამბოხის მოწყობა სცადა.
"თუმცა ამან არ გაამართლა. ჩვენი დემოკრატია მედგრად დაუდგა", — ამ დროს მსახიობმა მის ერთ-ერთ ფილმში გამოყენებული ხმალი ხელში აიღო და აღნიშნა, რომ მათი "დემოკრატია ფოლადის მახვილს ჰგავს — რაც უფრო იწრთობა, მით მეტად მტკიცდება".
დასასრულს შვარცენეგერმა ახლადარჩეულ ჯო ბაიდენს წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.
"მათ კი, ვინც ფიქრობს რომ შეერთებული შტატების კონსტიტუციის შეცვლა შეუძლიათ, ეს იცოდეთ", — დასძინა ბოლოს, — "ვერასდროს გაიმარჯვებთ".
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
კომენტარები