საქალაქო სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის მუხლით ბრალდებული 3 პირი გირაოთი გაათავისუფლა
საქალაქო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველ ეპიზოდში ბრალდებულებს საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სამ ბრალდებულს პროკურატურა ძალადობასა და ვახტანგ ჩიქოვანისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანებების მიყენებას ედავებოდა.
"დღეს საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ. დაცვის მხარემ მოითხოვა შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა, სასამართლომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე", — აღნიშნა ჩხარტიშვილის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.
საქმის პროკურორის განცხადებით კი, პროკურატურამ გაითვალისწინა გარემოება, რომ სამივე ბრალდებულმა აღიარა წარდგენილი ბრალი, შესაბამისად, აღარ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, ამიტომ ბრალდების მხარე აღნიშნულ შუამდგომლობს დაეთანხმა.
"რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, მინდა ცალსახად განვმარტო, რომ ამ ეტაპზე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება არ მიმდინარეობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ სამ ბრალდებულს ბრალი ედებათ ძალადობასა და განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებაში, რაც გულისხმობს აგარაკზე მომხდარ ინციდენტს და აღნიშნულს არანაირი შეხება არა აქვს შაქარაშვილის გარდაცვალებასთან", — განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 სრულწლოვანი პირის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. ბრალდებულებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, გიგა ტატიაშვილს, თენგიზ ბარბაქაძეს, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს, საბა ჩხარტიშვილს, ირაკლი წაქაძესა და საბა გოგშელიძეს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
მათგანს სამს — ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკა რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს, ასევე, 2 არასრულწლოვანს ბრალდებულს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 11 აგვისტოს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიება მათ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ვერსიით, მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები