ამ ეტაპზე ჩინური ვაქცინა WHO-ს აღიარებული არ აქვს და შემოტანა ჯერ არ განიხილება — გაბუნია

ფოტო: საქართველოს მთავრობა
ჯანდაცვის მინუსტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჩინური ვაქცინის შემოტანა საქართველოში ჯერ არ განიხილება, რადგან ის არაა აღიარებული არცერთი მკაცრი მარეგულირებლისა და WHO-ს მიერ.
"საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის ამ ეტაპზე განიხილავს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებთაც აქვთ ან მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია, ან WHO-ს მიერ პრეკვალიფიცირებულია. ამ ეტაპზე ჩინური ვაქცინა არც ერთი მკაცრი მარეგულირებლის მიერ არ არის აღიარებული და არც WHO-ს მიერ. ამ ეტაპზე რასაც განვიხილავთ, არის Pfizer-ის ვაქცინა, AstraZeneca და Moderna, რომელიც, ასევე, არის ის კანდიდატი ვაქცინა, რომელიც შეიძლება ქვეყანამ გამოიყენოს", — განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, დღესაც რომ იყოს საქართველოში Pfizer-ს ვაქცინა, მხოლოდ 3 ქალაქში (თბილისში, ქუთაისში და ბათუმში) არის ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, (-80 გრადუსის მქონე მაცივრები), სადაც აღნიშნული ვაქცინის შენახვა შესაძლებელია.
რამდენიმე დღის წინ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ ქვეყანაში ორი ვაქცინის შემოტანა განიხილება — ასტრა ზენეკა და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა.
8 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა თებერვალში კოვაქს პლატფორმამ მოგვაწოდოს ვაქცინის გარკვეული დოზა, რომელიც რისკ ჯგუფებზე გადანაწილდება.
გაიგეთ მეტი:
- ვაქცინის მიღება ეთიკური ვალდებულებაა — პაპი ფრანცისკე
- კოვიდის რომელ და რამდენ ვაქცინას მიიღებს საქართველო და რა დაჯდება ეს — გამყრელიძის განმარტება
- ფაიზერის ვაქცინა კარგია, მაგრამ მისი შესაბამის გრადუსზე შენახვის შესაძლებლობა არ გვაქვს — ცერცვაძე
- გამყრელიძის თქმით, ცერცვაძეს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია და ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინისთვის საჭირო მაცივრები არის
- დედოფალმა და პრინცმა ფილიპმა ვაქცინა გაიკეთეს
- ცერცვაძის თქმით, წინასწარი მონაცემებით, Covid-19-ის ახალ შტამზე ვაქცინა მოქმედებს
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები