5 გზა, რომლითაც თქვენს მისწრაფებებს წარმატებულ კარიერად გადააქცევთ
ნათქვამია, აირჩიე საქმე, რომელიც გიყვარს და ცხოვრებაში არასდროს მოგიწევს მუშაობაო, თუმცა, ადამიანების უმეტესობისთვის საოცნებო სამსახური მართლაც ოცნებად რჩება. საინტერესოა, როგორ შეგვიძლია საყვარელი საქმე, მაგალითად ჰობი, სრულ-განაკვეთიან პროფესიად ვაქციოთ? CNN-მა ხუთ ადამიანს, რომელმაც საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქცია, ჰკითხა, საიდან უნდა დავიწყოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ.
1. გამოიმუშავე უნარები
ანა ჯეინ გროსმანი New York Times-ში ფრილანსერ ჟურნალისტად მუშაობდა. მას ძაღლები უყვარდა და მათი გაწვრთნაც ეხერხებოდა. 2008 წელს, როცა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ჟურნალ-გაზეთების ბიუჯეტზე არცთუ სახარბიელოდ იმოქმედა, ანა მიხვდა, რომ დრო იყო, თავისი ცხოვრებისეული მისწრაფება რეალობად ექცია და ძაღლების მწვრთნელი გამხდარიყო.
გროსმანი ამბობს, რომ ახალ კარიერაში წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისთვის 6-თვიანი ტრენინგ-კურსის გავლა იყო. ეს მას სწორი მიმართულების განსაზღვრაში დაეხმარა.
"მართლა არაფერი ვიცოდი სანამ კურსს დავიწყებდი. ძალიან გამიმართლა, რომ ეს პროგრამა ვიპოვე", — ამბობს ის CNN-თან საუბარში და ამატებს, რომ როგორც კი კურსი დაიწყო, მიხვდა, ცხოვრებაში რა უნდა ეკეთებინა. "ამის შემდეგ ყველაფერი მწყობრში ჩადგა", — აღნიშნავს ანა.
ანამ School of the Dogs (ძაღლების სკოლა) დააფუძნა, სადაც თავის ფუმფულაბეწვიან "მოსწავლეებს" სხვადასხვა რამეს, მათ შორის iPad-ის გამოყენებას ასწავლის.
2. შეამჩნიე პოტენციალი
ჯერალდო დე-სუზა თვალისმომჭრელ ჰალსტუხ-პეპლებს ქმნის, თუმცა მან ცხოვრების 20 წელი სადაზღვევო საქმიანობას დაუთმო. არასდროს უფიქრია, რომ ჰობს შემოსავლის წყაროდ აქცევდა მანამ, სანამ მისმა ცოლმა არ შენიშნა, როგორ აჩერებდნენ ქუჩაში ჯერალდოს და სთხოვდნენ, ის პეპელა მიეყიდა, რომელიც თავად ეკეთა.
"არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს ჰობს პოტენციალი ჰქონდა, სანამ ჩემმა ცოლმა არ მითხრა, — ათ ადამიანს მაინც ვიცნობ, ვინც შენი ჰალსტუხი-პეპელა იყიდა. იცი, შეიძლება ამისგან კარგი კარიერა შეიქმნაო", — ამბობს ჯერალდო.
3. გაყიდე პროდუქტი
ბეატრის ცანგი ლოსანჯელესელი მსახიობი იყო. მას ტკბილეულობის გამოცხობა უყვარდა. ერთხელაც კი ეს ჰობი ნამდვილ საქმედ გადააქცია. ცანგის Baby Bea's საცხობი ბევერლი ჰილსში მდებარეობს და სელებრითებს ტკბილეულით ამარაგებს.
"მეგობრებისთვის საჩვენებლად ინტერნეტში ჩემი ტკბილეულის ფოტოებს ვტვირთავდი. მათ კი შეკვეთების დადება დაიწყეს. მივხვდი, რომ ჩემი პროდუქტები ბაზარზე მოთხოვნადი შეიძლება ყოფილიყო. ასე შევქმენი ვებსაიტი, რომლის დახმარებით მეტი და მეტი შეკვეთა მივიღე. შეკვეთების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა როცა Yelp-ზე ჩემი გვერდი გავაკეთე. რეფერალებისა და ონლაინ მარკეტინგის დახმარებით ქალაქში ყველაზე კარგი რეპუტაციის მქონე საცხობი ჩამოვაყალიბეთ", — ყვება ბეატრისი.
4. არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა
ჯენი დუნდასი 9 წლის ასაკიდან მსახიობობას მისდევდა. ის ისეთ ცნობილ სერიალებშიც კი გადაიღეს, როგორებიცაა სასოწარკვეთილი დიასახლისები და კანონი და წესრიგი.
ერთხელაც ჯენის მეგობარი, რომელიც შემდგომში მისი ბიზნესპარტნიორი გახდა, ბრუკლინში გადავიდა და შეამჩნია, რომ მიმდებარედ ბევრი ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობდა. მათ ამაში ბიზნეს-შესაძლებლობა დაინახეს. მეგობარმა ჯენის უთხრა, მგონი სანაყინე უნდა გავხსნათო, ყოფილი მსახიობი კი ყველაფერზე თანახმა იყო, რაც ნაყინთან დაკავშირებული იქნებოდა. ასე გახსნა წყვილმა სანაყინე Blue Marble, რომლის ფილიალებს ნიუ-იორკსა და მასაჩუსეტსში რამდენიმე ადგილას შეხვდებით.
5. უბრალოდ გააკეთე
იურისტი მარჯორი ლიუ რომანის დაწერაზე ყოველთვის ოცნებობდა. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მას ამ ოცნების ასრულებაზე ფიქრი აეკვიატა. ერთი თვის განმავლობაში სახლიდან არ გამოსულა, დღეში 14 საათი წერდა. ასე შექმნა პირველი წიგნი ვეფხვის თვალი — თრილერი პარანორმალურ მოვლენების შესახებ.
დებიუტიდან ცხრა წლის შემდეგ ლიუ New York Times-ის ბესთსელერი ავტორია და 17 ნოველასთან ერთად X ადამიანების კომიქსის რამდენიმე გამოცემა აქვს დაწერილი. "მე ვოცნებობდი. იმისა მიუხედავად, რომ ყველა მეუბნებოდა, რაოდენ არაპრაქტიკული ოცნებები მქონდა, გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს უნდა მეკეთებინა. თუნდაც არ გამომსვლოდა, მე უნდა მეცადა", — ამბობს ლიუ.
მართვისა და კომუნიკაციების სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს კომუნიკაციების მართვის მიმართულებით. ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალი სპიკერები და პროფესორები; სტუდენტზე მორგებული სწავლების განსხვავებული მეთოდი; ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ორიგინალური დიზაინის მქონე შენობა და, რაც მთავარია, დასაქმების რეალური შანსი ქვეყნის წამყვან კომპანიებში — ამ და სხვა შესაძლებლობებს ალტერბრიჯი გთავაზობთ.
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები