რუსეთში ნავალნისთვის პირობითი მსჯავრის რეალურით შეცვლა მოითხოვეს
რუსეთის სასჯელის აღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პირობითი მსჯავრი რეალურით შეეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ ნავალნიმ გაავრცელა, რომელიც აგვისტოში ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ გერმანიაში მკურნალობს.
როგორც ნავალნი ტვიტერზე წერს, შუამდგომლობა დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის, ზიანის ანაზღაურების თავიდან აცილების ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფუძველზე 11 იანვარს დარეგისტრირდა.
"პუტინი ისე განრისხდა რომ მოწამვლის შემდეგ გადავრჩი, სასჯელის აღსრულების ფედერალურ სამსახურს დაავალა სასამართლოში წავიდეს და ჩემი პირობითი მსჯავრის შეცვლა მოითხოვოს", — წერს ოპოზიციონერი და ამატებს, რომ მისი პირობითი მსჯავრის ვადა 30 დეკემბერს გავიდა.
BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, 28 დეკემბერს სასჯელის აღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის პირობითი მსჯავრის შეცვლით დაემუქრა, რომელიც მან რომ ივ როშეს საქმეზე 2014 წელს მიიღო — ხუთი წელი და დამატებით გამოსაცდელი ვადა. ამ უკანასკნელის ვადა 2019 წელს გავიდა, თუმცა ფედერალურმა სამსახურმა მისი გახანგრძლივება 2020 წლის ბოლომდე მოითხოვა.
აქამდე სამსახურს არაერთხელ მიუმართავს სასამართლოსთვის, რომ ნავალნის მიმართ არსებული ზომები გაემკაცრებინათ, თუმცა უარს იღებდა. ამჯერად უწყებაში აცხადებდნენ, რომ ოპოზიციონერი რუსეთის ფარგლებს გარეთ ყოფნის გამო აღწერაზე სათანადოდ არ ჩნდებოდა.
გარდა ამისა, დეკემბერში რუსეთში ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით გამოძიება დაიწყეს. აქამდე ოპოზიციონერს არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთის ხელისუფლება ხელს უშლის მას, ქვეყანაში დაბრუნდეს.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები