ივანიშვილის 5 დაპირება გუნდს
ქართული ოცნების დამფუძნებელი და ამავე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ორგზის გადამდგარი ივანიშვილი პირობას დებს, რომ პოლიტიკაში არ დაბრუნდება. ამბობს, რომ სიტყვას აუცილებლად შეასრულებს და კიდევ ბევრ რამეს არ გააკეთებს. მაგალითად: არ გააკრიტიკებს გუნდის წევრებს და არც მათი მხარდამჭერი იქნება, არც საჯაროდ გამოვა და არც დახურულ კონსულტაციებს გასცემს.
პირველ არხთან "ერთ-ერთ საბოლოო ინტერვიუში" ივანიშვილის ათეულობით წინა დაპირების შემდეგ კიდევ 5 მნიშვნელოვან დაპირებას ტოვებს.
დაპირება #1: არ გააკრიტიკებს გუნდის წევრებს
"არცეთნაირი კრიტიკა ჩემი მათგან არ მოხდება", — თქვა მან ლაკონურად.
დაპირება #2: არც დაურეკავს ყოფილ თანაგუნდელებს
იმის დასამტკიცებლად, რომ ის მართლა ყველანაირ კავშირს წყვეტს პოლიტიკასთან, ივანიშვილი იმის პირობასაც დებს, რომ თანაგუნდელებს არც კი დაურეკავს. შეიძლება, დაბადების დღეები მიულოცოს, რადგან, როგორც ამბობს, ბევრი მათგანი უყვარს, მაგრამ პოლიტიკურ თემებზე არ გაესაუბრება.
მეტიც ივანიშვილმა მოუწოდა თანაგუნდელებს, თავს პატივი სცენ და არც მათ დაურეკონ რჩევების საკითხავად.
"არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრზე, რომლებიც ძალიან მიყვარს, კიდევ ვიმეორებ, და ძალიან დიდ პატივს ვცემ და შენიშვნის მიცემა, რომ შენ ეს კარგად არ გააკეთე და არ გამოგივიდა და მე ეს რამდენჯერმე გამეორებული მაქვს გუნდთან, რომ არ დაელოდოთ და ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს — თქვენ იქნებით აბსოლუტურად ამ მხრივ თავისუფალი და პირიქითაც, ნუ აკადრებთ თქვენს თავს და ნურც მე, ნუ დამირეკავთ და ნუ მომცემთ კონსულტაციებზე რჩევის შეკითხვებს", — თქვა მან.
დაპირება #3: აღარ მისცემს გუნდის წევრებს კონსულტაციებს
როგორც ივანიშვილი ამბობს, თანაგუნდელებს ხშირად ხვდებოდა და ეუბნებოდა, რომ თუ რჩევა სჭირდებოდათ, სჯობდა მოესწროთ, სანამ დრო ჰქონდათ, რადგან პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კონსულტაციები შეწყდებოდა.
"მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან. დიდმა ნაწილმა, ლიდერების ნაწილმა. როგორ გითხრათ, რამდენიმე კომიტეტი გვქონდა, საგარეო თემებზე ვხვდებოდით პარტიებში, ეკონომიკური საბჭო, კომიტეტები კი არა საბჭო. საბჭოს წევრებთან თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ", — განაცხადა მან.
დაპირება #4: შეწყვეტს საჯარო აქტივობას
ივანიშვილი ამბობს იმასაც, რომ სრულად ყოფით ცხოვრებაში ბრუნდება, რომელიც ძალიან მოსწონდა და ისევ მოსწონს, ამიტომ ყველანაირ საჯარო აქტივობას, გამოსვლებსა და ინტერვიუებს წყვეტს.
"არ მოხდება ჩემი საჯარო გამოსვლა. მე როდესაც გავიხსენე 2011 წელი, მე მხედველობაში მქონდა, რომ საჯაროობას ვწყვეტ. ალბათ, ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან, რამდენიმე უცხო მედიას აქვს სურვილი გუშინდელი განცხადების შემდგომ და შეიძლება ხვალ-ზეგ ეს გავაკეთო", — ამბობს ის.
დაპირება #5: არ იქნება ქართული ოცნების მხარდამჭერი
მას შემდეგ, რაც თანაგუნდელებს კრიტიკასა და რჩევებზე უარი უთხრა, ივანიშვილი კიდევ ერთი პირობას დებს, რომ არც მხარდამჭერი იქნება.
"არც მხარდამჭერი არ ვიქნები ქართული ოცნების. მაქსიმალური ჩემი მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება. და არა მეტი ნებისმიერი მოქალაქისა", — ამტკიცებს ის.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან მიდის. პარტიის ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დასახელდა.
გაიგეთ მეტი ივანიშვილის ინტერვიუზე:
- ივანიშვილი პოლიტიკაზე: მგონი დავასაბუთე, რომ არ არის ეს ჩემთვის საყვარელი პროფესია
- ბიძინა ივანიშვილი: მე თვითკრიტიკა ძალიან მიყვარს
- ივანიშვილის თქმით, ქართულ ოცნებაში ერთმანეთის ოპონირებას ერიდებიან, ხათრი აქვთ
- შიში არსებობს, ერთმანეთთან არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა, ეს ხიფათი ახლავს გუნდს ლიდერის გარეშე — ივანიშვილი
- ივანიშვილი: არაფერი სჭირს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, რომ გუნდმა ქველმოქმედებით დაიცვას
- ივანიშვილი: თუ საზოგადოებას ჩემნაირი უნდა, აგერ, ვტოვებ მთელ გუნდს ჩემნაირებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები