იტალიაში მაფიის, ნდრანგეტას ჯგუფის წინააღმდეგ ყველაზე დიდი სასამართლო პროცესისთვის ემზადებიან
იტალიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში დანაშაულებრივი დაჯგუფების, ნდრანგეტას წინააღმდეგ ყველაზე დიდი სასამართლო პროცესი იწყება. სასამართლოს წინაშე მაფიის სავარაუდო ასობით წევრი წარდგება.
როგორც BBC წერს, ნდრანგეტას საქმიანობის ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ პოლიციამ 355 ადამიანს წაუყენა ბრალი, მათ შორის არიან მაფიის სავარაუდო წევრები და კორუფციაში ბრალდებული საჯარო მოხელეები. მათ ძირითადად მკვლელობაში, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, ფულის გათეთრებასა და გამოძალვაში ედებათ ბრალი.
მოსალოდნელია, რომ ჩვენებას 900-მდე ადამიანი მისცემს. პროცესი 13 იანვარს უნდა დაიწყოს და სავარაუდოდ ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება. სასამართლო კალაბრიის რეგიონში ჩატარდება, საიდანაც არის წარმოშობით ნდრანგეტას დაჯგუფება. ბრალდებულთა რიცხოვნობის გამო პროცესები ქოლ-ცენტრის გადაკეთებულ დარბაზში გაიმართება.
გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ მაფიის წინააღმდეგ მსგავსი მასშტაბის სასამართლო პროცესი არ ყოფილა.
კოზა ნოსტრას სასამართლოსგან განსხვავებით, რომელიც დაჯგუფების ოჯახების დიდ ნაწილს ეხებოდა, ნდრანგეტას პროცესი ერთ ჯგუფზე — მანკუზოს ოჯახზეა მიმართული, რომელიც კლანის ყველაზე ძლიერ ნაწილს წარმოადგენს.
როგორც გამოცემა წერს, წინასასამართლო სხდომაზე მხოლოდ ბრალდებულთა სახელების ჩამოთვლას სამი საათი დასჭირდა. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, პოლიციელები, სახელმწიფო მოხელეები, ასევე, მაფიის სავარაუდო წევრები.
ბრალდებულებს შორის არის კლანის სავარაუდო ლიდერი, 66 წლის ლუიჯი მანკუზო, რომელსაც მეტსახელით "The Uncle" იცნობენ.
სულ ბრალდებულთა რიცხვი 400-მდე იზრდება, თუმცა 92 ადამიანმა ცალკე დაჩქარებული პროცესის გამართვა გადაწყვიტა. მათ შორისაა ჯანკარლო პიტელი, იურისტი და პარტია ფორსა იტალიას ყოფილი სენატორი.
ამავე თემაზე:
მსოფლიოს ყველაზე დიდი და შემოსავლიანი კრიმინალური სინდიკატები
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები