10 კითხვა, რომელიც საკუთარ თავს პროფესიის არჩევისას უნდა დაუსვა
ის პროფესია, რომელსაც ირჩევ, ხშირ შემთხვევაში დიდ გავლენას ახდენს შენს მომავალზე, იდენტობაზე, ცხოვრების სტილზე, ფინანსურ მდგრადობასა და ოჯახურ მდგომარეობაზეც კი.
შესაბამისად, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, თუ რომელ სფეროში გსურს კარიერის განვითარება, მრავალი დეტალი უნდა გაითვალისწინო. ამაში კი ეს ათი კითხვა დაგეხმარება, რომელსაც კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს დაუსვამ და მათზე პასუხების პოვნას თავიდანვე ეცდები:
1. რა მაინტერესებს?
ხშირად ის, რასაც თავისუფალ დროს სიამოვნებით ვაკეთებთ, კარიერის დაგეგმვაშიც შეიძლება გამოგვადგეს: ჩვენი საყვარელი საქმიანობა პროფესიად ვაქციოთ. ამის გასარკვევად, საჭიროა საკუთარ თავს ჰკითხო:
- რა არის ჩემი ჰობი?
- დროსტარება დახურულ სივრცეში მირჩევნია თუ გარეთ?
- ადამიანებთან ვანიჭებ ურთიერთობას, თუ ცხოველებთან, ციფრულ მონაცემებთან ან წიგნებთან მირჩევნია მუშაობა?
- ყველაზე მეტად რისი კეთება მომენატრება, მასზე უარის თქმა რომ მომიწიოს?
2. რა არის ჩემი უნარ-ჩვევები?
ის, რისი კეთებაც ახლა კარგად გამოგდის, დაგეხმარება, მომავალში წარმატებას მიაღწიო. ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდე იმაზე, თუ რაში ხარ დახელოვნებული.
- კონკრეტული ცოდნა, რომელიც სწავლის შედეგად გამოიმუშავე: მაგალითად, კულინარიული ხელოვნება ან კომპიუტერული პროგრამირება;
- ისეთი პიროვნული უნარ-ჩვევები, როგორიცაა გუნდური მუშაობა ან დროის მართვა.
3. რაში ვარ ნიჭიერი და რა არის ჩემი ძლიერი მხარე?
სულ მცირე ასაკიდანაც კი ყველანი ვავლენთ ჩვენს ნიჭს და პიროვნულ სიძლიერეს სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჩვენს უნიკალურობას განსაზღვრავს. ამ ყველაფრის გაცნობიერება სამომავლო წარმატებაში აუცილებლად დაგეხმარება.
თუ ასეთ დეტალებს ვერ იხსენებ, ეცადე, ჩამოწერო ყველაფერი, რისი კეთებაც კარგად გამოგდის. ამისათვის შეგიძლია შენი ოჯახის წევრები, მეგობრები ან მასწავლებლები გამოკითხო და საერთო სურათიც მზად იქნება.
4. როგორი პიროვნება ვარ?
ეს მეტწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ფიქრობ, რას გრძნობ და როგორ იქცევი. ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება შენს კარიერაზე, ამიტომ, უმჯობესია, თავიდანვე უკეთ იცნობდე საკუთარ თავს.
- ხარ თუ არა ლიდერი?
- დამოუკიდებლად მუშაობა გირჩევნია თუ გუნდურად?
- სხვასთან გაჯიბრება გირჩევნია თუ თანამშრომლობა?
- სხვების დახმარება გსიამოვნებს თუ ფიქრობ, რომ ყველა თავად უნდა უმკლავდებოდეს გამოწვევებს?
- იდეებზე ფიქრს ანიჭებ უპირატესობას თუ პირდაპირ მოქმედებას?
- შემოქმედებითი უფრო ხარ თუ მეტად განსაზღვრული და სტრუქტურული გარემო გირჩევნია?
5. რა არის ჩემი ღირებულებები?
ყველას ცხოვრებაში არსებობს ის, რაც მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია: იქნება ეს ფინანსური უზრუნველყოფა, სოციალური სამართლიანობა თუ სამსახურისა და სამუშაოს ბალანსი. სწორედ ამ ღირებულებების მიხედვით უნდა გადაწყვიტო, თუ როგორ კარიერას გაჰყვები: თუ ფინანსური უზრუნველყოფაა პრიორიტეტული, მაშინ მაღალი ანაზღაურების მქონე სფეროებს უნდა დაადგა თვალი და ა.შ.
6. მიზნის მისაღწევად რა განათლება მჭირდება?
კონკრეტულ პროფესიებს შესაბამისი ცოდნა, დრო და ფინანსები სჭირდება. თუ ექიმობა გსურს, უნდა გაითვალისწინო, რომ რვიდან თორმეტ წლამდე სწავლა მოგიწევს. ამიტომაც თავიდანვე უნდა სცადო იმ დროისა და ფულის გათვალისწინება, რომელიც მიზნის მისაღწევად დაგჭირდება და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
7. ამ პროფესიით დასაქმებას რამდენად მარტივად შევძლებ?
ერთია, რისი კეთება გიყვარს შენ, თუმცა მეორე, თუ რა არის დღეს მოთხოვნადი ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში მწერლები წარმატებულად ახერხებენ თავიანთი პროფესიით მუდმივი შემოსავალი ჰქონდეთ, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ეს საქმიანობა პროფესიადაც კი არ ითვლება ხოლმე. ამიტომ შესაბამისი რისკები და ეკონომიკური მდგომარეობა მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეს.
8. რა ოდენობის თანხის გამომუშავება მინდა?
სამართლიანად მიგვაჩნია ეს თუ არა, სხვადასხვა პროფესიები განსხვავებულად ფასობს ხოლმე. ამიტომ მიახლოებით უნდა წარმოიდგინო, შეძლებ თუ არა შენი პროფესიით იმ ფინანსური სარგებლის მიღებას, რომელიც გინდა და გჭირდება.
9. სად მინდა ცხოვრება?
დიახ, პროფესია ჩვენი საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრაზეც კი ახდენს გავლენას: თუ ფერმერობას გადაწყვეტ, ალბათ, ქალაქისგან შორს მოგიწევს ცხოვრება; ხოლო თუ მოდის სფეროში გინდა მოხვედრა, მეტია შანსი, რომ უფრო ურბანულ დასახლებებში იცხოვრო.
10. მაინც რატომ ვირჩევ ამ პროფესიას?
ეს კითხვა, ალბათ, არა მარტო თავიდან, არამედ არჩევანის მიღების შემდეგაც არ უნდა დაივიწყო და სულ უნდა შეამოწმო, სწორ გზას გაჰყევი თუ არა. ასე უფრო დაცული იქნები, რომ მომაბეზრებელი რუტინა და უბედური ყოველდღიურობა შეძლებისდაგვარად თავიდან აირიდო. ნუ მისცემ სხვების მოლოდინებს იმის უფლებას, რომ შენზე გავლენა იქონიოს. შენი პროფესია მხოლოდ შენ არჩევანია.
მართვისა და კომუნიკაციების სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს კომუნიკაციების მართვის მიმართულებით. ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალი სპიკერები და პროფესორები; სტუდენტზე მორგებული სწავლების განსხვავებული მეთოდი; ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ორიგინალური დიზაინის მქონე შენობა და, რაც მთავარია, დასაქმების რეალური შანსი ქვეყნის წამყვან კომპანიებში — ამ და სხვა შესაძლებლობებს ალტერბრიჯი გთავაზობთ.
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები