არ გვინდა დაპირისპირება, ძალიან ცუდი სიტუაციაა — რა ხდება ბუკნარში
ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში პოლიციასა და მუსლიმ თემს შორის ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო. მუსლიმი მოქალაქეები სამლოცველოს მოწყობას ითხოვენ, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან.
ფორმულას ინფორმაციით, მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი გაარღვიეს და სოფლის ცენტრში გადაინაცვლეს. სოფლის ცენტრში, ასევე, დღის პირველ ნახევარში, ქრისტიანი თემის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგებიან. ამიტომ პოლიცია მუსლიმ მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
"არ გვინდა დაპირისპირება. ძალიან ცუდი სიტუაციაა. ეს არ შეგვეფერება. თუ შესაბამის განწყობაზე არ დაგვაყენებს მთავრობა, ამ სოფელში ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი. უნდა ირწმუნონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომ ჩვენ ვილოცებთ. კონსტიტუციის მიხედვით ხომ გვაქვს ამის უფლება, რამეს ვითხოვთ უკანონოს? წლების წინ თუ ჩვენი მამა-პაპები ლოცულობდნენ ამ მიწაზე, ახლა რაღა მოხდა?", — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფორმულასთან.
გურიის გუბერნატორის, ზურაბ ნარსიას თქმით, ვითარების დასარეგულირებლად ყველაფერს აკეთებენ.
"თქვენი წარმომადგენლები დღეს ჩემთან იყვნენ მოსულნი. ჩვენ ძალიან მშვიდ ვითარებაში დავილაპარაკეთ და გასაგები ენით ავხსენით ვითარებაც და გამოსავალიც. თქვენ თქვენს მეზობლებთან როგორც ცხოვრობდით ტკბილად და ლამაზად, ესე გააგრძელეთ ეს ყველაფერი, როგორც ლოცულობდით, როგორც იკრიბებოდით ერთმანეთთან, ჩვეულებრივად ამ რეჟიმზე უნდა დავბრუნდეთ. იმ მხარესაც უნდა ავუხსნათ, მე პირადად და ყველა თქვენგანმა, რომ ჩვენ ძმები ვართ, ერთად ვცხოვრობდით, ვართ ქართველები. მგონი, გასაყოფი არაფერი გვაქვს", — განუცხადა აქციის მონაწილეებს ზურაბ ნასარიამ.
ფორმულას ინფორმაციით, სოლიდარობის გამოსაცხადებლად მხარდამჭერები, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონიდანაც შეიკრიბნენ.
რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის გუშინ, 12 იანვარს დაიწყო. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, ბუკნარში მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის მუსლიმ ბავშვებს. დაშავებულები კი მიღებული არაერთი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას სოფელში განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის, სახელმწიფოს კი თითოეული მოქალაქის ლოცვის უფლების დაცვისკენ მოუწოდა.
EMC-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ინციდენტში 2 ძირითადი სამართლებრივი საკითხი იკვეთება — ძალადობის შემთხვევა დაზარალებული მუსლიმი პირების მიმართ, რომელიც დროულ და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს და სალოცავი სივრცის ფუნქციონირებისთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი პირობების შექმნა.
ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია ხელისუფლებას მოუწოდებს, არა მხოლოდ ბუკნარის, არამედ დღემდე მომხდარ ყველა ინციდენტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს. მათი განცხადებით, ქვეყანას, სადაც ახალგაზრებს ლოცვისათვის თავს უტეხავენ, მომავალი არ აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც 12 იანვარს ბუკნარში ორ თანასოფლელს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
კომენტარები