ალეკო შეიძლება არ წამოვიდეს, მაგრამ მე წავალ — იოსელიანი ევროპულ საქართველოსთან მოლაპარაკებაზე
პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპულ საქართელოსთან მოლაპარაკებებზე მისვლის პრობლემა არ აქვს, თუნდაც მისი თანაპარტიელი, ალეკო ელისაშვილი არ წაყვეს.
"მე წავალ რა პრობლემაა. ალეკო შეიძლება არ წამოვიდეს, მაგრამ მე წავალ. მაგის პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ, ყველასთან ვილაპარაკებთ. ოღონდ მთავარი არის სალაპარაკო იყოს ადეკვატური წინადადება და ვფიქრობ, რომ დევს მაგიდაზე, ოპოზიციის შიგნით წინადადება, რომელზეც ღირს მსჯელობა", — განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.
მანამდე მანვე აღნიშნა, რომ ევროპულ საქართველოსთან საუბარი "საერთოდ არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი" და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს საერთო აზრი.
"ევროპული საქართველოში არიან კონკრეტული მანდატების მქონე ადამიანები, რომლებთანაც დიდი სიამოვნებთ დავჯდებით და ამ საკითხზე ვილაპარაკებთ", — განაცხადა მან.
კითხვაზე, დაელაპარაკებიან მხოლოდ მანდატიანებს, თუ პარტიის ლიდერებსაც, ის პასუხობს:
"არავისთან არ გვაქვს ლაპარაკის პრობლემა, ვისთანაც უნდათ იმასთან ვილაპარაკებთ. აქ მთავარი ის ხომ არ არის ვის დაველაპარაკებით, მთავარია რაზე ვლაპარაკობთ. გვინდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც შეიძლება იყოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი" — განაცხადა მან.
დღეს, 14 იანვარს პარტია მოქალაქეებსა და გირჩს შორის ცალკე კონსულტაცია გაიმართა. პარტიების ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და იაგო ხვიჩიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, მათი შეთავაზებაა, რომ რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში მოითხოვონ, თუ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება დამარცხდება.
ამასთან დაკავშირებით გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პლებისციტის გარდა არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით განხორციელებული სხვა ნაბიჯები მიმართულია იმისთვის, რომ მოახდინოს პოლიტიკური ოპოზიციური კლასის დემორალიზაცია.
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პირველი ტური ცხრა პარტიამ გადალახა. მათგან, 8 ოპოზიციურმა ძალამ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად არ სცნო, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღო და მანდატების გაუქმება მოითხოვა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს გირჩისა და მოქალაქეების გარდა ყველა პარტიამ მიმართა. მათ შორის, გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც.
სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა პატრიოტთა ალიანსის 3 წევრს — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. პატრიოტთა ალიანსის სიით მათ ნაცვლად პარლამენტში შევიდნენ დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე. პარლამენტში შესვლასთან ერთად მათ პარტია დატოვეს და ახალი პოლიტიკური ძალა — ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები