თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა სატელევიზიო კამერების წინაშე გაიკეთა.

თურქეთმა ჩინეთის მიერ შექმნილი ვაქცინის, სინოვაკის გამოყენება ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებზე ხუთშაბათს დაიწყო. ამჟამად, უკვე სფეროში დასაქმებული 250 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი.

ერდოღანმა ვაქცინის პირველი დოზა ანკარას საავადმყოფოში მიიღო. ადგილზე ის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მივიდა, რომელმაც იგივე ვაქცინა ერთი დღით ადრე გაიკეთა.

"ვაქცინათა დოზის რაოდენობა პირველ ეტაპზე ნათელია. ახლო მომავალში კიდევ 25-30 მილიონ დოზას ველოდებით, ვაქცინაცია სწრაფად გაგრძელდება", — თქვა ერდოღანმა და დაამატა, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც შემდეგში ქვეყანაში შემოვა, სინოვაკის იქნება.

ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, საკუთარ რიგს დაელოდნონ და აუცილებლად გაიკეთონ ვაქცინა.