ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ 2021 წელს სრულიად განახლდება ავტობუსების პარკი დედაქალაქში და ერთი ყვითელი ავტობუსიც აღარ იქნება. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"2021 წელს მთლიანად განახლებული ავტობუსების პარკი გვეყოლება. ერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. პარალალურად დაწყებულია მიკროავტობუსების განახლების პროცესი, მეტროს მოდერნიზება, ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმ მიმართულებით, რომ ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდეს გადასაადგილებელი ზოლები, რათა იმოძრაოს შეუფერხებლად", — აცხადებს კალაძე.

მისივე თქმით, ის გეგმა, რომელსაც ის სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის იყენებს, არა მისი მოგონილი, არამედ ევროპული დემოკრატიული ქვეყნების ანალოგებია.