ივანიშვილის წასვლით, ქართულ ოცნებას დააკლდება თავდაჯერებულობა — მელია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქართულ ოცნებას თავდაჯერებულობა დააკლდება.
"რწმენის თვალსაზრისით ბევრი რამე შეიცვლება, მგონია, ქართული ოცნების თავს. ქართულ ოცნებას დააკლდება თავდაჯერებულობა. თავდაჯერებულობა, რომელიც აუცილებლად აისახება შედეგებზე. მე არ ვამბობ საარჩევნო შედეგებზე — როცა უნდა ჩატარდეს, იქაც, ეს გამოჩნდება. მარა, ამ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც, როგორც ჩანს, იქნება ძალიან დაძაბული მიმდინარე წელს, მათ დააკლდებათ თავდაჯერებულობა", — განაცხადა მელიამ ფორმულას ეთერში.
მელიას შეფასებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ქართული ოცნების ლიდერები არიან არა პოლიტიკოსები, არამედ პოლიტიკაში დასაქმებულები.
"ქართულ ოცნებაში არ არის არც ერთი თვითმყოფადი პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი, რომლის ანგარიშზეც არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერობა მანამ, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ასეთი პოლიტიკოსი, თუ არ ვცდები, არავინ არ ჰყავთ — ვინც მანამდე იყო პოლიტიკოსი, სანამ მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი. მგონია, რომ პოლიტიკოსები კი არ არიან, პოლიტიკაში დასაქმებულები არიან. პოლიტიკური კაპიტალი არ აქვთ. პლუს, 9 წლის თავზე ბევრი დაჯგუფება აქვთ შიგნით. ძალიან კარგად ვიცით ჟურნალისტთა წრეებმაც და პოლიტიკოსებმაც, ვინც ვართ ამ საქმით დაკავებული. როცა ბოსი აღარ ჰყავთ და აღარც ლიდერი — მე მგონია, რომ ბატონი ივანიშვილი არ იყო ლიდერი. ბატონი ივანიშვილი იყო ამ ადამიანების ბოსი, რომელიც ეუბნებოდა წადით იქ, მოდით აქ და არ ეუბნებოდა წავიდეთ, მოვიდეთ ... არ ადამიანის გარეშე უბრალოდ გაუჭირდებათ. მაგრამ, ამაზე არ მინდა ვიდარდო", — განაცხადა ნიკა მელიამ.
პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მეორედ მიდის. ამის შესახებ მან ფეისბუქში გამოქვეყნებულ საჯარო წერილში განაცხადა. მმართველი პარტიის ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება, სადაც ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. პარტიამ ამ პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.
გაიგეთ მეტი:
- ჩემთვის უსიამოვნო ამბავი იყო იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ იმიტომ — წულუკიანი ივანიშვილის წასვლაზე
- რასაკვირველია, კლანები არ არსებობს — ვოლსკი ქართულ ოცნებაზე
- ჩვენთვის გამოწვევაა, პარტიის თავმჯდომარის გარეშე წინ წავიდეთ — ზარქუა ივანიშვილზე
- ივანიშვილი: თუ საზოგადოებას ჩემნაირი უნდა, აგერ, ვტოვებ მთელ გუნდს ჩემნაირებს
- დავითულიანი: ივანიშვილის ჭარბი ავტორიტეტი არაკონკურენტულ გარემოს ქმნიდა, წავიდა და თქვა — მორჩა, ჯანსაღი კონკურენციის პირობებს ვაყენებ
- ივანიშვილის წასვლის შემდეგ, შესაძლოა, ჩვენ ხალხის ისეთივე ნდობა არ გვქონდეს — თალაკვაძე
- კომფორტია გუნდში გყავდეს ლიდერი, რომელსაც აქვს უზომო ავტორიტეტი — ცქიტიშვილი ივანიშვილზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომენტარები